"ამან შეიძლება კვარაცხელიას არაგანზრახვითი დემოტივაცია გამოიწვიოს" - იტალიური მედია ასახელებს თანხას, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივება აქტუალური თემაა.

Calciomercato წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყო, როდესაც ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი დიმაროში ჩავიდა. ახლა უკვე კონკრეტულად ხელფასის მომატებაზე საუბრის დრო მოვიდა, "ნაპოლი" კი მზადაა გასამრჯელო თითქმის 4 მილიონამდე გაუზარდოს. თუმცა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის 7 მილიონს მოითხოვს, ხოლო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში განაცხადა, რომ ხელშეკრულებების გაგრძელება დელიკატური საკითხია, კლუბის პრეზიდენტს პრიორიტეტულ ფეხბურთელთა სია აქვს,
ოსიმენის შემდეგ კვარაცხელიას ჯერი დადგა, მაგრამ მისი გარემოცვა იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ეს "ნაპოლის" გეგმებშია.

ქართველის თაობაზე აგრეთვე "ნაპოლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ ისაუბრა: "მე გეტყვით, რაც ხდება - ხანდახან პირობების ძირითადმა დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება ქვეცნობიერად დემოტივაცია გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ არის განზრახვითი. ცხადია, რაც შეიძლება მალე მოუწევთ "კვარასთან" თანამშრომლობის გაგრძელების განხილვა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება მის თამაშზე გავლენა მოახდინოს: ეკონომიკური მხარე არ არის უპირატესი. გუნდის ბევრი წამყვანი ფეხბურთელი კრიზისშია, ისინი ნეგატივის ფაზაში შევიდნენ".

altორჯერ ნაკლები, ვიდრე საუდის არაბეთში შეეძლო მიეღო - პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააგრძელა

alt"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

 

alt"როგორ ვაძლევ ფეხბურთელებს მოტივაციას?" - სპალეტის საინტერესო პასუხი

altუნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 18 /
კვარაცხელიას და ჯუღელს ეყოფათ მილიონები,თქვენ მაგაზე ნუ ნერვიულობთ,თქვენ ჯიბეებზე იზრუნეთ ჯობია.
ბესო
11:15 01-02-2024
5
ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა დათანხმდეს 4 მილიონს, ოღონდ კონტრაქტში უნდა ჩაიწეროს გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი, ანუ როგორც არის შეფასებული ტრანსფერმარკეტზე.
ფეოლა
01:24 01-02-2024
8

სიახლეები პოპულარული