"ამან შეიძლება კვარაცხელიას არაგანზრახვითი დემოტივაცია გამოიწვიოს" - იტალიური მედია ასახელებს თანხას, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივება აქტუალური თემაა.

Calciomercato წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყო, როდესაც ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი დიმაროში ჩავიდა. ახლა უკვე კონკრეტულად ხელფასის მომატებაზე საუბრის დრო მოვიდა, "ნაპოლი" კი მზადაა გასამრჯელო თითქმის 4 მილიონამდე გაუზარდოს. თუმცა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის 7 მილიონს მოითხოვს, ხოლო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში განაცხადა, რომ ხელშეკრულებების გაგრძელება დელიკატური საკითხია, კლუბის პრეზიდენტს პრიორიტეტულ ფეხბურთელთა სია აქვს,
ოსიმენის შემდეგ კვარაცხელიას ჯერი დადგა, მაგრამ მისი გარემოცვა იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ეს "ნაპოლის" გეგმებშია.

ქართველის თაობაზე აგრეთვე "ნაპოლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ ისაუბრა: "მე გეტყვით, რაც ხდება - ხანდახან პირობების ძირითადმა დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება ქვეცნობიერად დემოტივაცია გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ არის განზრახვითი. ცხადია, რაც შეიძლება მალე მოუწევთ "კვარასთან" თანამშრომლობის გაგრძელების განხილვა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება მის თამაშზე გავლენა მოახდინოს: ეკონომიკური მხარე არ არის უპირატესი. გუნდის ბევრი წამყვანი ფეხბურთელი კრიზისშია, ისინი ნეგატივის ფაზაში შევიდნენ".

altორჯერ ნაკლები, ვიდრე საუდის არაბეთში შეეძლო მიეღო - პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააგრძელა

alt"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

 

alt"როგორ ვაძლევ ფეხბურთელებს მოტივაციას?" - სპალეტის საინტერესო პასუხი

altუნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩას ერთი დადებითი თვისება რაც უნდა აღინიშნოს ისაა ტატუები და შპალერები არ ახატია!!
ჟორა
31 იანვარი 2024 21:59
3
ერთი არა , ერთ-ერთი .
ტარიელი
31 იანვარი 2024 22:53
5
დე ლაურენტისის გეგმებში,ხელფასის მომატება რომ შედიოდეს,უკვე დიდი ხანია,უნდა მოემატებინა.ვფიქრობ ხვიჩას გეგმებში აღარ უნდა შედიოდეს,ნაპოლიში დარჩენა.დროა,ახალი გამოწვევები მიიღოს,სადმე ახალ გარემოში და ხელფასიც იქ მოითხოვოს.
სოსო
31 იანვარი 2024 21:26
5
რაში აწყობს დე ლაურენტისს,ისეთი ფეხბურთელის გაჩერება,რომლისგანაც მხოლოდ ზარალი ექნება?სანამ თამაშობდა,ხელფასის დამსახურებულ მომატებაზე არც უფიქრია.ახლა ხვიჩა თავს აღარ აკლავს და მისი გასაყიდი ფასიც,მუდმივად დაიკლებს,მისგან მიღებული ხეირი კი,მცირდება.ეს აიძულებს,დე ლაურენტისს,გაყიდოს ხვიჩა.თუ ჯიბრში ჩაუდგა,ისევ თვითონ ნახავს,ფინანსურ ზარალს.ხვიჩა მასთან მართალია,შეურაცხყოფილია და აურელიო, ვერც კი უსაყვედურებს.დე ლაურენტისმა,ნაპოლი თვითონ დაშალა და ესე იგი,კვლავ ჩემპიონობის ამბიცია არ გააჩნდა,კვარას ამიტომაც ურჩევნია,კლუბიდან წავიდეს და ამბიციური კლუბი მოძებნოს.
სოსო
01 თებერვალი 2024 00:56
2
კონტრაკტი აქვს და რა ქნას? თუ ლაურენტისმა არ გაყიდა, 2027 წლის ზაფხულამდე მანდ უნდა ითამაშოს. ხელფასის მომატებაზეც იგივე სიტუაცია არის-კონტრაკტი მოწერილი აქვთ და რა პონტში აუწევენ ხელფასს?
ზკ
31 იანვარი 2024 22:52
8
ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა დათანხმდეს 4 მილიონს, ოღონდ კონტრაქტში უნდა ჩაიწეროს გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი, ანუ როგორც არის შეფასებული ტრანსფერმარკეტზე.
ფეოლა
01 თებერვალი 2024 01:24
8
მამუკა ჯუღელი უმაგრესი აგენტია. რახან ნაცი არაა, მაგიტომ ლანძღავთ?
zura222
31 იანვარი 2024 22:51
36
არ მჯერა,რომ ეს ზურაა.ვიღაცა წერს,მისი სახელით.ძალიან მოგვიმრავლდნენ,ასეთები.
სოსო
01 თებერვალი 2024 02:43
5
ამ ოროსანმა ზურამ ხომ ...... ტვინი!
A.S.
01 თებერვალი 2024 00:38
4
ყველა გამოხმაურება
კვარაცხელიას და ჯუღელს ეყოფათ მილიონები,თქვენ მაგაზე ნუ ნერვიულობთ,თქვენ ჯიბეებზე იზრუნეთ ჯობია.
ბესო
01 თებერვალი 2024 11:15
5
ხვიჩა! თუ ჯუღაევთან კონტრაქტი გაკავშირებს, რაც შეიძლება მალე უნდა გაწყვიტო. მომავალში უფრო ძვირი დაგიჯდება ჯუღაევის გაგდება.
ქ. გ.
01 თებერვალი 2024 00:43
9
აბსოლუტურად გეთანხმები!

მისი უპირველესი შემაფერხებელი უვიცი აგენტია.
pablo
01 თებერვალი 2024 10:11
2
ამიტომ ერიდებიან ევროპული კლუბები ქართველი ფეხბურთელების შეძენას.ზარმაცები არიან და არასტაბილურები.საუბედუროდ ხვიჩასაც ასეთი მენტალიტეტი აღმოაჩნდა.ჩაკვეტაძე,ქინქლაძე,ჭანტურია რა დიდი მოლოდინი გვქონდა.თუ ასე გააგრძელა ხვიჩაც მათ რიგებში ჩაეწერება.ღმერთი რომ ასეთი ნიჭით დაგაჯილდოვებს და გაფლანგავ რამხელა სუსტი ჭკუის უნდა იყო.
ჩემი აზრით
31 იანვარი 2024 23:13
28
ასე თუ გააგრძელა თამაში, ფრთხილად იყოს იქით არ დააკლონ ხელფასი :D
k
31 იანვარი 2024 21:20
33
ე.წ. zura222 არის მამუკა ჯუღაევის ბოტი.
ქ. გ.
01 თებერვალი 2024 00:39
8
რავა დამრგვლდა ხედავთ? ამან ჭამოს და ხვიჩამ დღედაღამ ირბინოს ხო?
წამოწექი ხვიჩა წამოწექი მინდორზე და ისე უყურე თამაშს, ფეხზე დაიღლები სიმონ.
კ ო მ ბ ლ ე
01 თებერვალი 2024 00:22
11

სიახლეები პოპულარული