ფრე შეფილდში და ჩაკვეტაძის კარგი შეფასებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეის“ დაუზავდა (0:0), რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, ორი ისეთი გადაცემა გაუკეთა პარტნიორებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ გაიტანეს. ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მა 7.2 ქულით შეაფასა, whoscored-მა 7.1 ქულით, sofascore-მა კი 6.8-ით.

„უოტფორდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 5 ფრე), 41 ქულით მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 3 თებერვალს „კარდიფ სიტის“
უმასპინძლებს.

შეფილდი. „ჰილსბორო“
შეფილდ უენსდეი - უოტფორდი 0:0

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე ვუყურე თამაშს და ჩაკვე მართლა მომეწონა 85% ია ძველი ჩაკვეს უკვე,მაგრამ გუნდელები ყავს ..ერცხები.
წინ ისე თამაშობდნენ ეჭვი გამიჩნდა რო სპეციალურად არ მოიგეს.
ამას გარდა საშინელი გაზონი იყო,ტალახბურთი ფაქტიურად.
Levani
01 თებერვალი 2024 02:10
1
ეგრე რა! ვინც უყურებთ (ყველას ვერ უყურებს კაცი), გაგვიზიარეთ ჩვენი ბიჭები როგორ გამოიყურებოდნენ და თქვენი დაკვირვებები.
გია_544
01 თებერვალი 2024 03:35
1
ვინც ნეგატიურ და ცინიკურ კომენტარებს წერთ, ზოგადად, მხოლოდ ამ სტატიას არ ვგულისხმობ, მართლა მაინტერესებს თქვენი მოტივაცია.
გთხოვთ, არ დაიზაროთ და იქნებ მიპასუხოთ.
ნაკლი და გამოსასწორებელი ყველას გვაქვს. მათ შორის, ფეხბურთელებსაც. მაგრამ ასე, თქვენი მხრიდან დაცინვით რომ დადებითისკენ ვერ შეიცვლებიან, ხომ ნათელია.
დავარქვათ თქვენს კომენტარებს ,,კრებსითი კომბლეს კომენტარები". მაგ კომბლეს, თქვენს შორის სხვებზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული, თორემ ერთნი ხართ.
შეგიძლიათ თქვათ რა გინდათ? რატომ გაქვთ დამცინავი კომენტარები?
გოგია
01 თებერვალი 2024 11:24
2
ავები არიან.ბუნებით ავებს კი სიავე სიამოვნებთ,ნეტარებენ ამით.ის კი არ იციან ამ საცოდავებმა,რომ ყოველი მრუდე სიტყვისთვის,ადრე თუ გვიან,აუცილებლად მწარედ მოეკითხებათ უზენაესისგან...
ვაჰმე
01 თებერვალი 2024 13:43
0
ჩაკვე,აუცილებლად გჭირდება გოლი, ან საგოლე პასი!!!
!!!
01 თებერვალი 2024 12:32
0
მაგარი აკრეფილი აქ ფორმა
ბათუ
01 თებერვალი 2024 10:46
1
"ენამახვილო" ტიპებო, თქვენი ცინიკური კომენტარები მაზიხიზმი რომ არის სინამდვილეში ვერ ხვდებით? რამდენი დისლაიქი გაქვთ ნახეთ...
გიორგი 11
01 თებერვალი 2024 10:53
5
ჩაკვე უოტფორდში 22 თამაში 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა, ზურიკო ბორდოში 23 თამაში 2 გოლი 1 საგოლე გადაცემა.. ატაკა გრიმიტტტტ!!!!მევიდა ბიჯო ბურგი რომელიც ლუქსენია..ამათი მოგების არ მჯერა თქვენც დაფიქრდით აბა
მაიცა რა
01 თებერვალი 2024 08:12
40
ხოოხ! რა საყვარლად კუნტრუშობს ჩვენი ჩააკვე! თან თეძოსაც რო ააყოლებს და მერე კისერს გვერდულად მოიქნევს ხოლმე, ნამდვილი ბურუჩაგაა,
იცით ვინ იყო ბურუჩაგა? ძალიან მაგარი იყო მარა დედამისი ხაჭაპურს აცხობდა თურმეე, მტრისას სიმონ!
უუუხ! ჩაკვეეე! მეორე ფეხიც ეიქნიე,მეორე და შეეცადე ორივე ფეხი მხრებამდე გქონდეს მაღლა აწეული, რაცხა ხო უნდა ქნა? ხალხი ხო უნდა გააგიჟო სიმონ. ჰააა?
იზავ ვითაამ? მარა ის ჩაკვე აღარ ხარ და...
კ ო მ ბ ლ ე
01 თებერვალი 2024 04:35
56
ძალიან მახვილი და მჭრელი ენა გაქვს სიმონ, ფრთხილად იყავი ვინმეს სადმე არ შეერჭო და ასე არ დარჩე!
კომბლეს
01 თებერვალი 2024 11:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული