"სიმართლე გითხრათ, ეს დიდი უსამართლობაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" და ლეაო ერთმანეთს შეადარა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ Netweek Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს "ნაპოლისა" და "მილანის" გარემარბები, ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო შეადარა.

ბარგიჯას თქმით, ის უპირატესობას ქართველს ანიჭებს და ამ ორ ფეხბურთელს შორის სახელფასო სხვაობას უსამართლობას უწოდებს.

"ლეაო კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, დაახლოებით 6-ჯერ მეტს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მე უპირატესობას ქართველს ვანიჭებ. მართალია ამ სეზონში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, მაგრამ "როსონერის" ფეხბურთელისგან განსხვავებით, არასდროს ნებდება და ყველა ბურთისთვის იბრძვის.

ვფიქრობ, დე ლაურენტისის ხვიჩასადმი მიდგომა არასწორია. როგორც ჩანს, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები
არც ისე მარტივად მიმდინარეობს", - განაცხად ბარგიჯამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

რაც შეეხება პორტუგალიელს, ლეაომ მიმდინარე სეზონში "როსონერის" მაისურით 26 მატჩში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altfootballtransfers: კვარაცხელია გაბრაზებულია - "არსენალი" ქართველით აღფრთოვანებულია და შეიძლება გადაბირება სცადოს

alt"ამან შეიძლება კვარაცხელიას არაგანზრახვითი დემოტივაცია გამოიწვიოს" - იტალიური მედია ასახელებს თანხას, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

alt"ეს სიცრუეა" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინც წერთ რომ ხელფასი არაფერ შუაშია-
წარმოიდგინეთ რომ თქვენი შემოსავალი გახუთმაგდეს,სულ ერთია რითი ხართ დაკავებული- წარმოიდგინეთ როგორ მოგემატებათ მოტივაცია როცა შენი შრომა ფასდება.
Levani
14:23 01-02-2024
1
კვარას და ლეაოს შედარება როგორ შეიძლება საერთოდ ? ლეაოზე მთელი გუნდი მუშაობს დაცვითი ფუნქციებისგანაც თავისუფალია მაგის ფლანგზე მის უკან ორი კაცი მუშაობს თანაც ფაქტიურად მეორე თავდამსხმელად თამაშობს ხშირად და დგას ისვენებს ძალებს იკრებს და ელოდება პასს როდის მისცემენ თანაც ისეთს როგორიც აწყობს და როცა აწყობს ! ელოდება კი არა ისე ხშირად აძლევენ პასებს რომ ხანდახან ალბათ ფიქრობს--რა გამი,,,თ საქმე აგერ ჟირუც თქვენიანია და იმასაც მიეცით პასები მე დამასვენეთო D და ხვიჩა კი მთელი თამაში წინ და უკან დარბის ყველა ბურთზე იბრძვის და 15-20 წუთი ისე გადის რომ პასს კი არა საერთოდ არ იხედებიან მის მხარეს და ნაპოლი რომ უტევს ან სტანდარტულებს აწვდის მე მარტო იმის იმედი მაქვს რომ იქნება მეტოქიდან ასხლეტილი ბურთი მიუვიდეს თორემ პასს ეგენი ათასში ერთელ აღირსებენ @@
zura222
16:42 01-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული