ბარგიჯას თქმით, ის უპირატესობას ქართველს ანიჭებს და ამ ორ ფეხბურთელს შორის სახელფასო სხვაობას უსამართლობას უწოდებს.
"ლეაო კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, დაახლოებით 6-ჯერ მეტს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მე უპირატესობას ქართველს ვანიჭებ. მართალია ამ სეზონში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, მაგრამ "როსონერის" ფეხბურთელისგან განსხვავებით, არასდროს ნებდება და ყველა ბურთისთვის იბრძვის.
ვფიქრობ, დე ლაურენტისის ხვიჩასადმი მიდგომა არასწორია. როგორც ჩანს, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
რაც შეეხება პორტუგალიელს, ლეაომ მიმდინარე სეზონში "როსონერის" მაისურით 26 მატჩში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
წარმოიდგინეთ რომ თქვენი შემოსავალი გახუთმაგდეს,სულ ერთია რითი ხართ დაკავებული- წარმოიდგინეთ როგორ მოგემატებათ მოტივაცია როცა შენი შრომა ფასდება.