"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"უოტფორდი" გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი რაიან ტეილორი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ირმები" ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი არიან და ბელგიურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ 2.5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს "გენტთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

24 წლის ნახევარმცველმა "უოტფორდის" მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"ირმები" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

altფრე შეფილდში და ჩაკვეტაძის კარგი შეფასებები [VIDEO]

alt"ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ამის

თქმა შემიძლია" - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვაჟა
გენა
01 თებერვალი 2024 19:13
1
არ უფორმებენ მოკლევადიან კონტრაქტებს ახალგაზრდებს როგორც ჩვენ გვინდა,ჯუღელსაც რო აგინებთ ასარჩევად არ არის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი.
როგორ გგონიათ ვიღაც 20 წლის ქართველს იმისთვის და იმატებენ 2 წელი ათამაშონ?
ეს არის იმათთვის რისკი-თუ გაამართლა მერე მოგება რო ნახონ.
ვინც არ უნდა იყოს აგენტი ყველა გრძელვადიან კონტრაქტს მოითხოვს.
ოღონდ აწი შეიძლება ერთი პუნქტი შეიტანონ-ფეხბურთელის ფასის ზრდის შემთხვევაში მისი ხელფასიც რო გაიზარდოს(იურისტი არა ვარ და არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელია,რადგან ფასი ტემპერატურასავით ცვალებადია პრინციპში)
Levani
01 თებერვალი 2024 17:46
1
მაგაში მართალი ხარ მეგობარო, მარა 7-8 წლიანი მაინც ძალიან ბევრია და თან ვისთან? გენტთან.. ბელგიის ჩემპიონატის ტოპ 10 ში ან შედის ან არა ევროპაში, ტოპ გუნდი რომ იყოს კიდე გასგებია კვარაცხელიასაც კი 5 წლიანი აქვს ნაპოლისთან და ეს კაცი იმენა მიაბეს გენტზე ..
იუვენტინო
01 თებერვალი 2024 21:35
0
მშვენიერი იქნება და უტფორდთან ერთად მალე პრემიერ ლიგაში ითამშებს
dato
01 თებერვალი 2024 17:41
0
კიდევ ცოტა,კიდევ ცოტა,გიო და კვლავ ფასდაუდებელი გახდები როგორც კლუბის,ასევე ეროვნული ნაკრებისთვისაც,რასაც მთელი სულითა და გულით გისურვებთ.
მერაბი
01 თებერვალი 2024 16:55
0
ძალიან მაგარი ამბავია მაგრამ ის ბოსელი გენტი აღარ დათანხმდება 2,5 ზე და შეიძლება ის მძიმე ამოიღონ და პირდაპირ 25 მილიონი მოითხოვონ @@
zura222
01 თებერვალი 2024 16:46
12
გიოც მაგრად დასწიეს უკან და ახლა,რისკია,სულ უკაპიკოდ დარჩნენ,მისგან.სხვა გზა არ აქვთ,გაყიდიან მაგ ფასში.
სოსო
01 თებერვალი 2024 17:08
0
ძალიან მაგარი ამბავია თუკი ეს სიმართლეა. ჩაკვეს კონტრაქტი 2025 ში თუ უმთავრდება ზალიან საეჭვოდ სჩანს მაში 2.5 მლნს გადახდას ვინმე დათანხმდეს. ისიც საეჭვოა გენტი ამდენს ითხოვდეს. ამიტომ ცოტა საეჭვოდ მოსაჩანს ეს ამბავი. თუმცა ყველას გაგვიხარდება!
Irakli
01 თებერვალი 2024 16:21
2
ამხელა დროით კონტრაქტის დადება არის ჩვენი ფეხბურთელების უბედურება.
ასეთი მაგარი ბიჭი გენტისნაირ გუნდთან რატომ აფორმებს კინაღამ კარიერის დასრულებამდე კონტრაქტს ვერ ვხვდები.
რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო უთქვამთ წინაპრებს
irakli
01 თებერვალი 2024 15:55
5
ჰოდა მერე გაყიდიან 25-30 მილიონად.
მაყვალა ბონდოს ძე კობახიძე-პუტინა
01 თებერვალი 2024 15:24
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული