შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ სტუმრად „ჰათაისპორთან“ 1:3 დამარცხდა.

"ჰათაისპორი" 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც „ფატიჰ კარაგუმრუკი" შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდა, ანგარიში შეამცირა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი აბურჯანია.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 24 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს სახლში თასზე „სამსუნსპორთან“ ჩაატარებს.

მერსინი. „მერსინ სტადიუმი“
ჰათაისპორი - ფატიჰ კარაგუმრუკი 3:1
გოლები: 1:0 მასანგა (41), 2:0 სტრანდბერგი (51, პენ), 1:2 ლაზანია (86), 3:1
მასანგა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორი ფეხბურთელიც იყო, იმის მეასედიც კი არაა მწვრთნელის რანგში
ხვიჩა
20:30 02-02-2024
6
ლაპარაკი უფრო მაგრად გამოსდის, შეიძლება ვთქვად, სერიოზული ვარჯიშის შემდეგ გადასარევი კომენტატორი გახდებოდა.

მწვრთნელი მაგისგან - რავარც ჩურჩხელადან სალამური - აი, ისე არ გამოვა.

მწვრთნელისთვის ზედმეტად მოდემოკრატო მიდგომა აქვს , ვითომ თანამედროვეობს რაცხას , ლაი ლაი კი გამოსდის ცარიელი. და, რა თქმა უნდა, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ზ ე თავისი აზრის გამოხატვის რაცხანაირი უნაირო ჟინი აქვს.
ნაღდად არაა ცუდი ბიჭი, მარა დიდი მწვრთნელი მაგის ტიპის ადამიანისგან - წარმოსადგენადაც სასაცილოა.
შოთა არველაძეს
03:48 03-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული