მამარდაშვილის კარგი მატჩი - "ვალენსიამ" მძიმე თამაში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ალმერიას“ 2:1 სძლია.

მასპინძლები დურომ დააწინაურა, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ათი გოლია. შემდეგ მაშიმიანუს კარი თავურით იარემჩუკმა დალაშქრა. უკრაინელი მეორედ დააყენეს ჩემპიონატზე სასტარტოში და ისევ გამოიჩინა თავი. მას პრიმერაზე 2 გოლი აქვს გატანილი, ყველა ტურნირზე კი - სამი. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს, მაგრამ გოლი იმის გამო გაუუქმეს, რომ იქამდე ბურთი მათ შემტევს ხელზე მოხვდა.

მეორე ტაიმი „ალავესმა“ აქტიურად დაიწყო, ლოპის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, თუმცა მალე არიბასმა ორი მეტრიდან გაუტანა. შემდეგ რამაზანი
გიორგისთან პირისპირ გავიდა, დაარტყა კიდეც და თავისი გუნდი მცველმა მოსკერამ გადაარჩინა. 62-ე წუთზე „ღამურებს“ ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ პეპელუმ დიეგო ლოპესის მოპოვებული პენალტიდან ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში არაფერი არ შეიცვალა და ბარახას გუნდმა რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.1, flashscore 7.1, whoscored 6.7.

„ვალენსია“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 თებერვალს გასვლაზე „ლას-პალმასს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ალმერია 2:1
გოლები: 1:0 დურო (14), 2:0 იარემჩუკი (23), 2:1 არიბასი (50)
გამოუყენებელი პენალტი: პეპელუ (62, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაცვა მთლიანად და დღეს განსაკუთრებით,მარჯვენა მცველი,კატასტროფაა.სისწრაფესა და პოზიციის შერჩევაში ისე აშკარად აგებდა თავდამსხმელთან,რომ იმ მომენტში,როცა მეორე ფლანგიდან გადმოსული მცველი დაეწია ბურთს და ფაქტობრივად ცარიელი კარიდან გამოიტანა,მამარდა უბრალოდ იძულებული იყო,წინ გამოვარდნილიყო და როგორმე შეემცირებინა დარტყმის კუთხე,ან თავდამსხმელზე აეღო ჯარიმა.სხვანაირად,სუფთა პირისპირ გადიოდა და აუცილებლად გაუტანდა.ბარახამ,ვალენსიას შეტევა ცოტათი დაალაგა,უგო დურომ გოლების გატანა დაიწყო და ეს არის,გუნდის წინსვლის ფაქტორი,თორემ ალმერიას თითქმის ყველა შეტევა,საფრთხის შემცველად მოჩანდა.პასების სიზუსტეც,75% იყო მხოლოდ და დარტყმების შეფარდება,7-15,ალმერიას სასარგებლოდ.მამარდამ 3 დარტყმა მოიგერია,ალმერიას მეკარემ კი,საბედნიეროდ, კარში დარტყმული, ორივე დარტყმა გაუშვა.ის გაძევებული ფეხბურთელიც,უკვე შეცვლილი იყო და მოედანზე ,ალმერია, კაცნაკლულად არ დარჩენილა.
სოსო
19:55 03-02-2024
1
ჩაკვეტაძე ჯერჯერობით ვერ თამაშობს კარგად და კომენტატორებიც აკრიტიკებენ და სამართლიანადაც--პირველ 25 წუთში 4 ჯერ დაკარგა ბურთი და ვერ ამწვავბებს თამაშს ((
zura222
19:37 03-02-2024
18

სიახლეები პოპულარული