მამარდაშვილის კარგი მატჩი - "ვალენსიამ" მძიმე თამაში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ალმერიას“ 2:1 სძლია.

მასპინძლები დურომ დააწინაურა, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ათი გოლია. შემდეგ მაშიმიანუს კარი თავურით იარემჩუკმა დალაშქრა. უკრაინელი მეორედ დააყენეს ჩემპიონატზე სასტარტოში და ისევ გამოიჩინა თავი. მას პრიმერაზე 2 გოლი აქვს გატანილი, ყველა ტურნირზე კი - სამი. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს, მაგრამ გოლი იმის გამო გაუუქმეს, რომ იქამდე ბურთი მათ შემტევს ხელზე მოხვდა.

მეორე ტაიმი „ალავესმა“ აქტიურად დაიწყო, ლოპის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, თუმცა მალე არიბასმა ორი მეტრიდან გაუტანა. შემდეგ რამაზანი
გიორგისთან პირისპირ გავიდა, დაარტყა კიდეც და თავისი გუნდი მცველმა მოსკერამ გადაარჩინა. 62-ე წუთზე „ღამურებს“ ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ პეპელუმ დიეგო ლოპესის მოპოვებული პენალტიდან ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში არაფერი არ შეიცვალა და ბარახას გუნდმა რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.1, flashscore 7.1, whoscored 6.7.

„ვალენსია“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 თებერვალს გასვლაზე „ლას-პალმასს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ალმერია 2:1
გოლები: 1:0 დურო (14), 2:0 იარემჩუკი (23), 2:1 არიბასი (50)
გამოუყენებელი პენალტი: პეპელუ (62, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფეხით თამაში და გამოსვლები კატასტროფაა რომ დაწერ ეს ოდნავ კრიტიკაა?.დდდდდდ
ლაშას
19:35 04-02-2024
1
იქედან რომ თუ კაცი ბრმა ან მიკერძოებული არ ხარ ყველა სამი გამოსვლიდან სულ მცირე ორში მაინც შეცდომას უშვებს,რადგან ქართველია უძახოთ მაშინ ბენქსი იაშინი ნოიერი და ქვეყანაც აშენდება
გოგა
14:03 04-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული