ჩაკვეტაძის 60 წუთი და ყვითელი ბარათი - "უოტფორდის" წაუგებელი სერია შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში „კარდიფ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა.

ამით შეწყდა „უოტფორდის“ ყველა ტურნირზე წაუგებელი 6-მატჩიანი სერია (2 მოგება და 4 ფრე).

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კონტრაქტი „გენტისგან“ გამოისყიდეს, მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა კვლავ სასტარტოში დააყენა და მე-60 წუთზე შეცვალა. ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, flashscore 5.9, whoscored 5.7.

„უოტფორდი“ 41 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს თასზე გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - კარდიფ სიტი 0:1
გოლი: ბოულერი
(43)

altცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან

მკითხველის კომენტარები / 10 /
თავდაჯერება აკლდა. კარგ სიტუაციაში რომ ღებულობს ბურთს, მაშინაც თანაგუნდელს ეძებს და თუ ვერ პოულობს, იბნევა. მეტი უნდა აიღოს თავის თავზე. იმედია, დაეხმარებიან ამ ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევაში, როგორც ფიზიკური ფორმის აკრეფვაში დაეხმარნენ. შეიძლება მარტში მოპოვებული წარმატებაც დაეხმაროს ამაში. წარმატებები ჩაკვეს და ჩვენს ნაკრებს!
ქომაგი
03 თებერვალი 2024 22:23
1
ჩაკვეტაძეს,მიქაუტაძეს,კვარაცხელიას,დავითაშვილს,აუცილებლად სჭირდებათ გოლები!!!
!!
03 თებერვალი 2024 21:14
1
Dzaan areulad itamasha imedia mshvidobaa
SellforRICHS
03 თებერვალი 2024 21:19
1
სამწუხაროდ რეპორტაჟი ვერსად ვნახე.უოტფორდს,502 პასი გაუკეთებია,მთელი მატჩის განმავლობაში.ეს ნიშნავს,რომ ბურთის ფლობას ცდილობდნენ და მართლაც 60% აქვთ,თუმცა კარში დარტყმის 13 მცდელობიდან,მხოლოდ 2 წასულა კარში.კარდიფს,10 მცდელობიდან,2 ზუსტი დარტყმა ჰქონია და აქედან 1 გოლი გაიტანა.შეტევაში აშკარად სიმწვავე ჰკლებიათ და ალბათ ამიტომ,60 წუთზე,უოტფორდმა სამმაგი შეცვლა გააკეთა და სწორედ შემტევი ფეხბურთელები გამოცვალა.რა თქმა უნდა ჩაკვეს შეფასებას,სახარბიელოს ვერ დაარქმევ და წინა ტურების შეფასებებს, საგრძნობლად ჩამორჩება.
სოსო
03 თებერვალი 2024 21:40
1
ვუყურე თამაშს და სამწუხაროდ ცუდად ითამაშა თუმცა ერთხელ მაინც მაგრა გაამწვავა და ისევ გაუფუჭეს საგოლე პასი მოკლედ კაი გოლის გამტანი ფორვარდი სჭირდება მაგარი იქნება ბუდუ რომ იყიდონ !
zura222
03 თებერვალი 2024 23:04
2
გაგიჩენენ რაღაც იმედებს მოვა შემდეგი ტური და ისევ ჩასვრა, როდემდე რა მარტო ჩაკვეს არ ეხება სამწუხაროდ.
tobo
04 თებერვალი 2024 00:34
11
ბოლო დროს მისი ასეთი სუსტი თამაში არ მახსოვს. ძალიან ბევრჯერ დაკარგა ბურთი მარტივ სიტუაციაში
giorgi 3
03 თებერვალი 2024 21:39
1
ჩაკვე ემოციებში იყო ალბათ.. მეორე თამაშს მაგრად ითამაშებს დარწმუნებული ვარ. ერთი სიტყვით მინდა ufc შევეხო, დოლიძემ ძალიან სუსტი ორთაბრძოლა ჩაატარა, როცა ასეთ დონეზე ხარ მარტო სტრაიკინგის იმედად არუნდა იყო... ჭიდაობა რომ კითხოთ ვიცი თან ძაან მაგრადო მაგრამ ფაქტია რო არ იყენებს ან არც იცის უმაღლეს დონეზე. ამ თვეს დიდი გულის ფანცქალიშ შევცქერი.. სეხუდოც არაა ადვილი მეტოქე მერაბისთვის თან ბოლო ბრძოლა დიდი ხნის უკან ჰქონდა..იმედია ფორმაში იქნება მერაბი. ილიას რაც შეეხება ილიაც მარტო ბოქსის იმედად არუნდა იყოს დიხანიით არ გამოირჩევა და 5რაუნდი ბოლო ბრძოლა როცა ჰქონდა მაშინაც გაუჭირდა.. კარგი ცოდნის და გამოყენების გარეშე რა იქნება არვიცი..... იმედია მერაბი და ილია მაინც გაგვახარებენ
roni
04 თებერვალი 2024 07:37
0
არაუშავს გიო შემდეგ თამაშში წარმატებები ზურა222 რომელ არხზე გადიოდა შეგიძლია რომ თქვა
dato
03 თებერვალი 2024 23:51
1
Qartvel qals rom axsenef piri kargat daibane
Gia
04 თებერვალი 2024 23:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული