იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში "ტორინო" დღეს საკუთარ მოედანზე "სალერინტანას" უმასპინძლებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ტურინელთა მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, რომ ტრავმირებულ ალესანდრო ბონჯორნოს ცენტრალური მცველის ადგილას საბა საზონოვი ჩაანაცვლებს და ამით ქართველი თავის შანსს მიიღებს.
22 წლის ჩვენებურისთვის ეს კალჩოში მე-2 სტარტი იქნება. ის "ვერონასთან" მე-7 ტურის შეხვედრაში გახლდათ ძირითად თერთმეტეულში, მაგრამ ტრავმის გამო 26-ე წუთზე ტამეზემ შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ "ტორინოსა" და "სალერინტანას" მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.