გოლი და რა გოლი - კვარაცხელიამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ვერონა“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ კვარაცხელია და აფრიკის თასიდან გამოვარდნილი კამერუნის ნაკრებიდან ანგისა დაუბრუნდნენ. მწვრთნელმა მაცარიმ ამჯერად 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია, თავდასხმაში სიმეონე დააყენა და მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს. დებიუტში ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, კაბალთან ორთაბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში „კვარას“ ორჯერ დარტყმული ბურთი მეკარე მონტიპომ მოიგერია. ნეაპოლელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს,
მეკარე გოლინიმ ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი გადაარჩინა. თუმცა, „ნაპოლიმ“ ინიციატივა დაიბრუნა, სიმეონეს გატანა მონტიპომ არ დაანება. შემდეგ კვარაცხელია ჩაჩუას გაექცა და მიზანს ვერ უწია. ფაქტიურად მასპინძელთაგან თამაშს მხოლოდ ის ამწვავებდა და თანაგუნდელები სათანადოდ მხარს ვერ უბამდნენ. მაცარიმ ცვლილებები განახორციელა, მარიო რუის, კაიუსტეს და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე მაცოკი, ლინდსტრიომი და ნგონჟი შეუშვა. 72-ე წუთზე კი კოპოლამ გოლინის კარი დალაშქრა. „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა, მეკარემ ორჯერ იხსნა ვერონელები. 79-ე წუთზე ლინდსტრიომის პასით ნგონჟიმ ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. მერე ხვიჩამ მცველს ბურთი აართვა, სიმეონე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ ქართველმა 87-ე წუთზე დიდებული გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 თებერვალს გასვლაზე „მილანს“ დაუპირისპირდება.

ნაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ვერონა 2:1
გოლები: 0:1 კოპოლა (72), 1:1 ნგონჟი (79), 2:1 კვარაცხელია (87)

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩამ გვასახელა და არაერთხელ გვასახელებს კიდევ, ჩვენი ოქროს ბიჭი
ცირა
07 თებერვალი 2024 14:10
0
ეხლა ინგლისში გადასვლის დროა
ვასიკო
06 თებერვალი 2024 20:59
1
ხვიჩა საუკეთესოა.ნაპოლში გუნდელები არ ყავს,ნაკრებში ხომ საერთოდ და მსინც მარტო იგებს თამაშებს როგორც ნაპოლში ისე ნაკრებში..საქართველოს ხვიჩას დონის ფეხბურთელი არ ყოლია,ვიმედოვნოთ მომავალში გგამოჩნდეს ვინმე..არ დაიწყოთ ეხლა სსრკ-ს ფეხბურთელებზე საუბარი
!!
05 თებერვალი 2024 16:40
6
რატომ არ უნდა დავიწყოთ? ფეხბურთი არ გაინტერესებს, მარტო პოლიტიკა? თუ ფეხბურთიც, მაშინ გეტყვი, სულ მცირე, სამ ფეხბურთელამდე მაინც ჯერ კიდევ უკლია--პაიჭაძე, მესხი, ყიფიანი. სამივე მსოფლიო კლასის ფეხბურტელი იყო. მაგრამ აქვს შანსი მათ გვერდზე დადგეს.
გიორგი
07 თებერვალი 2024 18:53
0
კარგი გოლი იყო,მაგრამ ერთი ჩვეულებრივი იმ მრავალრიცხოვანთაგან რაც გადის სერია ა-ში.
ბუდუ ზივზივაძეს ასეთი მინიმუმ 12 აქვ გატანილი. შერგელაშვილს 5, ჩაკვეტაძეს 7 თუ 8, ჰოდა რა გიკვირთ? 21 მეტრიდან 7 მეტრიან კარში ბურთი გაიტანა, აი რომ ვერ გაეტანა ეს იქნებოდა სამწუხარო.
გივი
05 თებერვალი 2024 11:50
50
და შენ,ამას სერიოზულად წერ?! და თავი საფეხბურთო ექსპერტტი გგონია არა?!))) შერგელაშვილი სად თამაშობს,აბა გაიხსენე )
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
05 თებერვალი 2024 20:22
2
გივი, გივიიი, ჩვენ ვართ გივი...
კახა
05 თებერვალი 2024 11:59
3
კიდევ ერთი ცხრიანში გატანილი გოლი და გახარებული გულშემატკივარი
1.2.3.4.5.6.
05 თებერვალი 2024 11:17
3
არ შეიძლება ვინმე ქართული ფეღბურთის მოყვარული გამოჩნდეს და ჩადოს დიდი ფული ქართულ გუნდში როგორც შახტარიაა რამოხდება ქართვრლებს ძალიან გვიყვარს ფეღბურთი და ვიმსახურებთ ამას...
Karche ra
05 თებერვალი 2024 10:50
3
Წელიწადში ერთი გოლი და სალაპარაკოდ ერთი წელიც გვეყოფა
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
05 თებერვალი 2024 08:31
54
შენ რას შეგედრება, ყოველ ტურში ქმნი „შედევრებს“ კომენტარების სახით
კოკო
05 თებერვალი 2024 10:25
5
შენ სექტა გვეძახე და შენზე მეტი მეგობარი მაინც ყავს
მორიელი
05 თებერვალი 2024 10:15
5
ყველა გამოხმაურება
დღეს კარგი იყო ხვიჩა. გაგვახარა. ეხლა მილანთან ველოდები მის გაბრწყინებას. ოსიმენი აშკარად აკლია გუნდს. სიმეონე ვერ ქაჩავს.
დავით 67
05 თებერვალი 2024 07:49
2
აი შეიჭრა თმები რაც ძალიან უხდება და თამაშსაც დაეტყო, დაგლიჯა დღეს, საღოლ...................
გიო
05 თებერვალი 2024 01:43
4
ვისაც ხვიჩას გოლი არ გაგეხარდათ, თქვენს რეგვენ თავებზეც გაიარონ: ლუკაკუებმა, დემბელეებმა, უმტიტებმა, ტლაპოიანი ფეხებით!
ბოღმისტებს!
05 თებერვალი 2024 00:23
5
სხვა ვერაფერი მოიფიქრე? სულ ვიღაცის ჯიბრზე ლაპარაკი არ მოგბეზრდათ
.
05 თებერვალი 2024 07:43
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული