ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ამ მომენტში ქართველი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.
"ჩემთვის კვარაცხელია ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ის უფრო ძლიერია, ვიდრე ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი) და კინგსლი კომანი (ბაიერნი). დღესდღეობით ხვიჩა ფენომენალურია. თუმცა მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება ხშირად ვნახო.
კვარაცხელია ბევრად ძლიერია, ვიდრე ლეაუ. ქართველს შეუძლია მოედანზე ისეთი რაღაცები გააკეთოს, რასაც პორტუგალიელი ვერ შეძლებს", - განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "კვარამ" "ნაპოლის" მაისურით,
ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა. თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ლეაუს შემდეგ კიდევ ერთი კანდიდატი - მბაპეს შესაძლო შემცვლელი პსჟ-მა შესაძლოა, პრემიერ ლიგიდან მიიყვანოს
"ეს ყოველივე ძალიან ემოციური იყო" - როგორი რეაქცია ჰქონდა ოსიმენს "ვერონასთან" კვარაცხელიას გამარჯვების გოლზე
რამ განაპირობა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი? - ხვიჩა მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..