ლეაუს შემდეგ კიდევ ერთი კანდიდატი - მბაპეს შესაძლო შემცვლელი პსჟ-მა შესაძლოა, პრემიერლიგიდან მიიყვანოს

AutoSharing Option
პსჟ გუნდის ფორვარდის, კილიან მბაპეს შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის "რეალში" გადავა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგული გუნდი რაფაელ ლეაოს ვარიანტს განიხილავს, ახლა კი Get French Football News-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პარიზელები "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევ მარკუს რაშფორდსაც აკვირდებიან.

ინგლისელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 70 მილიონი ევრო სახელდება. მან ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" ფორმა 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეაუ პსჟ ში კვარა მილანში !!!
ქომაგი
22:46 06-02-2024
0

სიახლეები პოპულარული