"საკმარისია! ასე აღარ უნდა გაგრძელდეს" - რას აცხადებს მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"ადანა დემირსპორის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ სერია A-ს გასული ტურის მატჩების შესახებ ისაუბრა და კომენტარი "ნაპოლისა" და "ვერონას" (2:1) შორის გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა.

"ინტერისა" და "მილანის" ყოფილმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს ფენომენალური უწოდა. მისი აზრით, ქართველზე ერთ-ერთ ეპიზოდში იუხეშეს და "პარტენოპეი" პენალტს იმსახურებდა.

"ამ მატჩში ადგილი სრულ აბსურდს ჰქონდა. ვერ ვიჯერებ, რომ კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი არ დანიშნეს. რას აკეთებს ვიდეორეფერი? საკმარისია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ქართველმა ფენომენალური გოლის გატანა მოახერხა, კარისთვის არც კი შეუხედავს. ამიტომ ეს მოქმედება კიდევ უფრო ლამაზი
გამოვიდა", - განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

altძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა

alt"გადაჭრა გარდასახულმა კვარაცხელიამ პრობლემა? ციფრები არ ტყუიან" - იტალიელი ჟურნალისტი

 

alt"ხვიჩას ამაში ბადალი არ ჰყავს" - სიმეონემ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ გოლმა მართლა ულამაზესმა ყველა აღაფრთოვანა, სიცოცხლის ხალისს გვმატებს კვარა.
suxumchanin
10:49 07-02-2024
5
ამ თამაშში ერთი რაღაც დავინახე, გამუდმებით უკან პას3ბს არ აკეთებდა და შედეგოც დადო.
ემიგრანტი
12:02 07-02-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული