"საკმარისია! ასე აღარ უნდა გაგრძელდეს" - რას აცხადებს მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"ადანა დემირსპორის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ სერია A-ს გასული ტურის მატჩების შესახებ ისაუბრა და კომენტარი "ნაპოლისა" და "ვერონას" (2:1) შორის გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა.

"ინტერისა" და "მილანის" ყოფილმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს ფენომენალური უწოდა. მისი აზრით, ქართველზე ერთ-ერთ ეპიზოდში იუხეშეს და "პარტენოპეი" პენალტს იმსახურებდა.

"ამ მატჩში ადგილი სრულ აბსურდს ჰქონდა. ვერ ვიჯერებ, რომ კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი არ დანიშნეს. რას აკეთებს ვიდეორეფერი? საკმარისია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ქართველმა ფენომენალური გოლის გატანა მოახერხა, კარისთვის არც კი შეუხედავს. ამიტომ ეს მოქმედება კიდევ უფრო ლამაზი
გამოვიდა", - განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

altძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა

alt"გადაჭრა გარდასახულმა კვარაცხელიამ პრობლემა? ციფრები არ ტყუიან" - იტალიელი ჟურნალისტი

 

alt"ხვიჩას ამაში ბადალი არ ჰყავს" - სიმეონემ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
!!!! შენ მოგიხდებოდა ცინკვესი მეზობელზე)) ფელის ნავიდაა))
aqsadaqsa
08 თებერვალი 2024 10:53
2
ბალოტელის უნდა, რომ აურელიომ ნაპოლიში წაიყვანოს. ამიტომ ცოტა ეშმაკობს და კომპლიმენტებით ცდილობს წინასწარ კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს ნაპოლის წამყვან ფეხბურთელებთან.
მაგრამ ფეხბურთი ესმის, რასაკვირველია, და სიმართლე ილაპარაკა ამ შემთხვევაში.
ქ. გ.
07 თებერვალი 2024 15:03
4
100% მართალს ამ ბობს!
ირაკლი
07 თებერვალი 2024 21:15
1
აბა სექტა გაიტანა ერთი კრემონეზესთან და იძახეთ ატეხეთ ჟრიამული
!!!
07 თებერვალი 2024 14:24
69
შენ არ გიხარია ქართველის წარმატება?))
შოთა
07 თებერვალი 2024 16:05
1
12 მატჩში 6 გოლი არაა საკმარისი ბოღმიანებისთვის რომ ჩუმად იყვნენ ?
HK
07 თებერვალი 2024 15:42
1
იმას რასაც მე სულ ხაზს ვუსვამ, რომ ხვიჩა კარში ყოველთვის ალალბედზე ურტყამს, კარისკენ არ იხედება, შედეგად ხან უმართლებს და ხან არა, ბალოტელმაც ეს თქვა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე.
ბადრი
07 თებერვალი 2024 14:06
27
დიპლომატია ჩვენი ზანგური....
ბალო
07 თებერვალი 2024 23:58
1
დღეს ვინ დაგაცლის კარის ან პარტნიორის შეხედვას? ყველაფერი ინტუიციით უნდა გააკეთო.
ჟორა
07 თებერვალი 2024 18:44
0
ყველა გამოხმაურება
Mayuts shepirdnen da amushavda
Pele
07 თებერვალი 2024 12:39
25
ისემც კარგი დაგემართოს ჩემს მტერს , რაც შენ პელესთან არაფერი გქონდეს საერთო .
gpi
07 თებერვალი 2024 14:34
2
ამ თამაშში ერთი რაღაც დავინახე, გამუდმებით უკან პას3ბს არ აკეთებდა და შედეგოც დადო.
ემიგრანტი
07 თებერვალი 2024 12:02
3
გპი-ს,მეგობარო,ყურადღებით წაიკითხე,ჩემი კომენტარი?სად ვთქვი,პენალტი არ იყოვო?მე აქცენტი ხვიჩას სიმშვიდეზე გავაკეთე,შენ კი,სულ სხვა რამეს მედავები,თანაც ელემენტარულს,რაც ყველამ იცის და რაზეც, წესით,არავინ უნდა დავობდეს.
სოსო
07 თებერვალი 2024 18:30
2
სოსო -ს
რას ამბობ ხვდები ? რას ქვია განზრახ კონტაქტი არ იყო ? რა შუაშია განზრახ იყო თუ არა , კონტაქტი იყო , რომელმაც საჯარიმოში ბურთიანი შემტევის დაცემა , წაფორხილება , ზოგადად შეტევის ჩაშლა გამოიწვია , ე.ი. ისჯება 11 მეტრიანით . თუ არ იცი არსებული წესები , იკითხე , სანამ კომენტარს დაწერ.
gpi
07 თებერვალი 2024 14:32
3
ყველა გამოხმაურება
ამ გოლმა მართლა ულამაზესმა ყველა აღაფრთოვანა, სიცოცხლის ხალისს გვმატებს კვარა.
suxumchanin
07 თებერვალი 2024 10:49
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული