Corriere dello Sport: კვარაცხელიას განსაკუთრებული როლი "მილანთან" და მაცარის ახალი სტრატეგია

AutoSharing Option
11 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, "ნაპოლი" "სან სიროზე" "მილანს" დაუპირისპირდება. Corriere dello Sport-ი იტყობინება, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი მეტოქეს სიურპრიზს უმზადებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაცარი "როსონერისთან" თავის გუნდს განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს, სადაც განსაკუთრებული როლი ხვიჩა კვარაცხელიას მიენიჭება - სქემა 3-5-1-1 იქნება, კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გაირჯება და დაცვასაც დაეხმარება. აღნიშნულია, რომ სტუმართა რიგებში უპირატესად სწრაფ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებიც მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგეს დიდ ბრძოლას გაუმართავენ და უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ მისცემენ.

"ვერონასთან" გამარჯვება ნეაპოლელთათვის მნიშვნელოვანი გახლდათ. მაცარისთვის ეს მატჩი
გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს და თავის გუნდს ახალი ტაქტიკით საასპარეზოდ ამზადებს. პოლიტანომ ინდივიდუალურად ივარჯიშა და შეიძლება "როსონერისთან" ითამაშოს. სავარაუდოდ, დაბრუნდებიან მერეტი და ოლივეირა. მათ უკვე დაიწყეს ვარჯიში.

ხაზგასმულია, რომ მსგავსი სტრატეგიით "ნაპოლი" "ლაციოს" დაუპირისპირდა, თუმცა მაშინ ბევრი წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა, ახლა კი სრულიად სხვაგვარი სიტუაციაა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სხვადასხვა გუნდებთან ერთი და იგივე ტაქტიკით თამაში არ შეიძლება,მილანთან დარწმუნებული ვარ კვარა ისეთ შედეგს დასდებს რაც შვედეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის მოხდა,შეიძლება სამიდან ორჯერ ბურთი დაკარგოს,მაგრამ მესამეს გოლით დააგვირგვინებს,ჩვენს ცოცხალ ლეგენდას,ნახევარი ბერგამო რომ თავის ფეხზე აცეკვა (ატალანტა)შეუძლია ნაპოლი მოიკიდოს და გაათრიოს,მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი პასებით მომარაგება,ნდობა და მეტი თავისუფლება
სვანსკი
10:48 09-02-2024
4
ზოგიერთ ფეხბურთისა და "კვარას"-მცოდნეებს გთხოვთ გაკაპასებული სიდედრივით (უკაცრავად: მხედველობაში არ მყავს კვარას ნამდვილი სიდედრი) ნუ ლანძღავთ და თარსავთ ამ ბიჭს - რომელიც ქართული ფეხბურთში უკვე ამოსული და მსოფლიო ფეხბურთში ჯერ კიდევ ამოსასვლელი ვარსკვლავია.
ხვიჩა გააგრძელე შენი საქმიანობა ისე, როგორც შენ და შენ ოჯახს სჭირდება!
ვაჟა მასწავლებელი
17:33 09-02-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული