მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები მოედნის საკუთარ ნახევარზე იყვნენ გამოკეტილი და შესაბამისად ბურთი მათ თავდამსხმელ მიქაუტაძემდე იშვიათად მიდიოდა. ქართველი მაინც აქტიურობდა, 31-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას ცენტრალურმა მცველმა ჟიგომ წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს, რამაც "მეცს" ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ქართველს გატუზოს შეგირდები ეუხეშებოდნენ და ერთ ეპიზოდში ტრავმას გადაურჩა.
შესვენების შემდეგ მიქაუტაძეს მეკარე პაუ ლოპესმა ორჯერ არ დაანება გატანა, ცოტა ხანში კი მუმბანამ გაიტანა და „მარსელი“ დააწინაურა. თუმცა უდოლმა ანგარიში თავურით მალევე გაათანაბრა. გიორგი 75-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - whoscored-ი 6.3, sofascore 6.2, flashscore 6.2.
„მეცმა“ რვამატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 17 ქულით მე-16 ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.
მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - მეცი 1:1
გოლები: 1:0 მუმბანა (56), უდოლი (61)
გაძევება: ჟიგო (31, მარსელი)
მიქაუტაძის საგოლე პასი - "მეცი" ზედიზედ მერვედ დამარცხდა [VIDEO]
გიორგის მეტი შეფასება და დაფასება ჭირდებოდა
ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, მოწინააღმდეგე გააძევებინა, რომ არა, გოლი გაქონდა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ვერ აუბეს მხარი, ფეხები დაებლუკათ.
პასს ვერ უკეთებდნენ
რა ექნა მეტი?
ყველაზე დაბალი შეფასება მისცეს!
ერთი-ორი თამაში და ძველებურად იგრძნობს გოლის ალღოს.
კარგად ჩანს რომ ფორმას კრებს