TuttoSport: აი, ასე ეცდება დღეს პიოლი კვარაცხელიას განეიტრალებას

AutoSharing Option
იტალიური TuttoSport იმ გეგმაზე წერს, რომელიც "მილანის" მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის ხვიჩა კვარაცხელიას გასანეიტრალებლად აქვს შემუშავებული.

"პიოლი გეგმავს ხვიჩას კვლავ ერთგვარი "გალია" მოუწყოს და მოიმწყვდიოს. კალაბრიას მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამას მარტო არ აკეთებდა.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღეს ბენასერის როლი. ის დაცვას და შესაბამისად კალაბრიას უნდა დაეხმაროს და ორივემ ერთად შეძლონ კვარაცხელიას განეიტრალება. შესაძლოა, აღნიშნული დავალება "როსონერის" დამრიგებელს ალჟირელის ნაცვლად ამინ ადლისთვის მიეცა, მაგრამ ტემპის თვალსაზრისით ბენასერი უფრო ინტენსიურია, რითიც დავალებას გაიმარტივებს", - წერს
გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნაპოლის" დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Vinarian eg tarsebi acadet jer tamashi ai tu dxes ver itamasha tqveni brali iqneba zustadrom
Achi
19:48 11-02-2024
2
ხვიჩას კარიერაში ე.წ “ჩავარდნა” მილანთან თამაშებით დაიწყო, როდესაც გალია პირველად გამოიყენა პიოლიმ და კალაბრიაც პირადად კარგად დაუდგა. შესაბამისად ხვიჩამ იმავე მილანთან უნდა დაასრულოს მცირე ჩავარდნა და კიდევ ერთხელ ყველას დაუმტკიცოს სერიას-ს საუკეთესო ფეხბურთელი ვინც არის!
Pepelu
16:29 11-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული