ესპანური GOL digital-ი იტყობინება, რომ "ჩელსიდან" იჯარით აყვანილმა მეკარე კეპა არისაბალაგამ ტიბო კურტუას ტრავმისას ვერ გაამართა "რეალის" იმედები, ანდრეი ლუნინთან კონკურენცია წააგო, ლონდონურ კლუბს მისი დაბრუნება არ უნდა და შეიძლება სამშობლოში დარჩეს - კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში "ვალენსიას" "კარი ცარიელი დარჩება", რადგან გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს, არაერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, "ღამურებს" ბევრი ქულა მოუპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, გუნდს გამოიცვლის და სავარაუდოდ, პრემიერლიგაში წავა.
ერთი სიტყვით, "ვალენსია" უკვე ეძებს ქართველის შემცვლელს და საქმეს ისეთი
პირი უჩანს, მიაკვლია კიდეც.
ეს კომპონენტი და ფეხით თამაშის ცოდნა...უკან გათამაშება მცველებთან..დროული გამოსვლები..ბრიტანულ ფეხბურთში ყველაზე მეტად აუცილებელია..
მაგრამ სულ სხვაა საქმის ფინანსური მხარე. ფეხბურთელის კარიერა მოკლეა და პირობითად 10 წელიწადში უნდა შეიქმნა მთელი დანარჩენი ცხოვრების საფუძველი. ფინანსურად ისე ვერსად დააკმაყოფილებენ (არაბებს და ჩინეკებს არც განვიხილავთ) როგორც ინგლისში ამიტომ გიორგი უნდა წავიდეს. პირველ რიგში წავიდეს იქ სადაც გადაუხდიან იმდენს რომ ამ 10 წელიწადში მილიონები დააგროვოს, ოჯახი და მომავალი მყარად უზრუნველყოს და თუ ამას საფეხბურთო წარმატებრბიც დაემატება ყველანი ბედნიერი ვიქნებით. წინ გიო!