კვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროით 23 წლის მაშინ გახდა, როცა "მილანს" უპირისპირდებოდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში აშკარად გამორჩეული იყო და თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ; "კვარამ" რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, ის მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. 77-ე ნომერმა წინა დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს მთავარი არაა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის...

Sportall.Ge

"სან სიროზე" გამართულ მატჩს "მილანის" ექსფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გვჯერა, კვარაცხელიას მომავალში კიდევ უფრო დიდი
გუნდების წინააღმდეგ და ლეგენდარულ სტადიონებზე ვიხილავთ...

Sportall.Ge

"კვარას" სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. "ინსტაგრამზე" მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა...

Sportall.ge ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მიზნების ასრულებასა და მილიონობით გულშემატკივრის ასეთი ლაღი თამაშით გახარებას უსურვებს!..

alt"კვარაცხელია" "მილანს" მარტო ეთამაშება" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" სტუმრად "მილანთან" 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
რატომ ვერ გაიტანა ხვიჩამ გოლი?
!!
12 თებერვალი 2024 16:06
6
მთელი გულით ვუერთდები მილოცვას და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს,გუნდშიც,ნაკრებშიც და დიდ ბედნიერებას,პირად ცხოვრებაში.
სოსო
12 თებერვალი 2024 16:05
1
ხვიჩა გილოცავ და წარმატებები!!! როგორ გუგულებივით სხედან, როგორ უხდებიან ერთმანეთს, ამათზეა ნათქვამი ფერი ფერსაო. ანაღვლე ეხლა ამათ ქვეყნის ბედ-იღბალი, მეტი არ იყოს ჩემი მტერი.
ტანზანიელი ტურისტი სამტრედიიდან
12 თებერვალი 2024 15:56
6
რამხელა (აღუწერელი) ბედნიერებაა, როდესაც შენი თამაშის საყურებლად, ქართული ფეხბურთის ყველა დროის ყველაზე გამორჩეული ორი დაუვიწყარი გიგანტი - ლეგენდა მოიცლის, თან შენი დაბადების დღეს. ისე ჩვენში დარჩეს და წვერი რომც გაიპარსონ კაცების რიგში მაინც ვერ ჩაეწერებიან !
დ.დ.
12 თებერვალი 2024 15:26
18
კალაძესა და კობიაშვილზე ასე საუბარი უბრალოდ ამაზრზენია.ბუნებრივია,რომ ასეთ რეგვენს კაცობისა არაფერი გაეგება...
ბრაზი
12 თებერვალი 2024 15:38
10
ხვიჩას ვულოცავ დაბადების დღეს და უკეთესს და დიდი გუნდების წინააღმდეგ ვის გულისხმობთ ერთი? მილანზე დიდი გუნდი ბევრი იცით? მ###ან საყვარელი გუნდები
geo
12 თებერვალი 2024 15:16
7
ხვიჩაშვილო და ჩვენი ფეხბურთის იმედო გილოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა შენში თავი მოუყარა ქართული ფეხბურთს ყველა ტალანტების, ფინტი დრიბლინგი ხედვა და პასი, გოლის ალღო, სპორტული ღირსება, სიკეთე და ადამიანობა, ყველაფერი ეს კიდევ უფრო უნდა განავრცო და მაღალ სიმაღლეზე აიყვანა, შენი თამაშით გაალღვე ქართველი ხალხის სულები და მოაბრუნა ფეხბურთისკენ, გაიხარე შენს ულამაზეს მეუღლესთან ერთად, გამრავლდით და კიდევ ბევრჯერ გაგვახარა.
მერაბი
12 თებერვალი 2024 15:11
2
გილოცავ კვარა! ველოდებით შენი დიდი ნიჭის შემდგომ განვითარებას. გაიხარე და გაგვახარე შენი ულამაზესი თამაშით
ზურაბი
12 თებერვალი 2024 14:41
2
ღმერთმა მრავალს დაგასწროს ჩვენო მარგალიტო! იხარე, იბედნიერე ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად და ჩვენც გაგვახარე!
llcl
12 თებერვალი 2024 14:24
2
მრავალს დაესწარი, ხვიჩა! :) ამ ბოღმიანმა ხელმოცარულებმა აქ მაინც შეიკავეთ თავი ღვარძლის ნთხევისგან. საცოდაობაა.
რატი
12 თებერვალი 2024 13:34
3
რატი-ს! სად ნახე აქ ხვიჩაზე ნეგატიური კომენტარი? თუ საკუთარ კარში გოლების გამტანი და პასუხისმგებლობების ამღები ხალხისგან ვერ გაგირჩევია. ხვიჩა ყველასია. დაჟე იმისიც ვივამედში რომ არის გამომწყვდეული და ციხეში რომ ვერ გადაჰყავთ.
დავით 67
13 თებერვალი 2024 00:43
2
გილოცავთ,ძმაო!
ჯანმრთელობა,მუხლჩაუხრელობა,გამართლება და დიდი წარმატებები შენ!!!
ბრაზი
12 თებერვალი 2024 13:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული