კვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროით 23 წლის მაშინ გახდა, როცა "მილანს" უპირისპირდებოდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში აშკარად გამორჩეული იყო და თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ; "კვარამ" რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, ის მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. 77-ე ნომერმა წინა დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს მთავარი არაა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის...

Sportall.Ge

"სან სიროზე" გამართულ მატჩს "მილანის" ექსფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გვჯერა, კვარაცხელიას მომავალში კიდევ უფრო დიდი
გუნდების წინააღმდეგ და ლეგენდარულ სტადიონებზე ვიხილავთ...

Sportall.Ge

"კვარას" სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. "ინსტაგრამზე" მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა...

Sportall.ge ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მიზნების ასრულებასა და მილიონობით გულშემატკივრის ასეთი ლაღი თამაშით გახარებას უსურვებს!..

alt"კვარაცხელია" "მილანს" მარტო ეთამაშება" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" სტუმრად "მილანთან" 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
სიხარული... ბედნიერება... და ყველაფერი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიას !
ქუთაისი
12 თებერვალი 2024 11:14
3
ბედნიერი და წარმატებული წელი გქონოდეს კვარაააა
ნიკა
12 თებერვალი 2024 11:11
3
გილოცვ კვარა მეტი წარმატება გქონდეს ცხოვრებაში! ევროპაზე და მსოფლიოზე გეთამაშოს! ჩემიონთა ლიგაც მოგეგოს
beqa
12 თებერვალი 2024 11:00
3
Კვარას ვულოცავ და ჯანმრთელობას ვუსურვებ პირველ რიგში. Ამ კაცმა ცხოვრება გაგვილამაზა თავისი თამაშით. Ყოველ უქმეებზე ველოდები ნაპოლის თამაშს.
Რერო
12 თებერვალი 2024 11:10
3
უზომო პირად ბედნიერებას გისურვებ, ძალიან წარმატებულ კარიერას და საქართველოს მოსახლეობის სისტემატიურ გახარებას შენი თამაშითა და გოლებით
საბურთალო
12 თებერვალი 2024 11:27
3
მრავალს დაესწარი, ხვიჩა! :) ამ ბოღმიანმა ხელმოცარულებმა აქ მაინც შეიკავეთ თავი ღვარძლის ნთხევისგან. საცოდაობაა.
რატი
12 თებერვალი 2024 13:34
3
რატი-ს! სად ნახე აქ ხვიჩაზე ნეგატიური კომენტარი? თუ საკუთარ კარში გოლების გამტანი და პასუხისმგებლობების ამღები ხალხისგან ვერ გაგირჩევია. ხვიჩა ყველასია. დაჟე იმისიც ვივამედში რომ არის გამომწყვდეული და ციხეში რომ ვერ გადაჰყავთ.
დავით 67
13 თებერვალი 2024 00:43
2
გილოცავთ,ძმაო!
ჯანმრთელობა,მუხლჩაუხრელობა,გამართლება და დიდი წარმატებები შენ!!!
ბრაზი
12 თებერვალი 2024 13:18
2
ვულოცავ იუბილეს ჩემს საფეხბურთო სიყვარულს. ბედნიერად მახსენდება ის დრო, როცა ფეხბურთის გამო ღამეებს ვათევდი და როცა რამოსი, კასილიასი, რაული თუ რონალდო იყვნენ ჩემი კუმირები. მაგრამ უფრო ბედნიერი დრო თურმე წინ მელოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ვინმე გამოჩნდებოდა, ვინც მათ მსგავსად მიმაჯაჭვავდა ისევ ფეხბურთს.
ბანალურად ქებას არ დავიწყებ, არც გოლის გატანის დროს გამოვდივარ სიტყვით და არც უგოლობის დროს. ყველა ემოცია ჩემთვის მაქვს, რადგან რეალურია და ნამდვილია, ნამდვილ ემოციებს კიდე არ სჭირდება კლავიატურაზე ტყლაშუნი.
მხოლოდ ერთს ვიტყვი, თუ ოდესმე უიმედობას, იმედგაცრუებას, წაგების მერე უხასიათობას, უგოლო პერიდოს დროს გაღიზიანებას და რაიმე მსგავსს იგრძნობს, მინდა იცოდეს, რომ ჰყავს ზურგს უკან ისეთი გულშემატკივარი ჩემი სახით, რომელიც, რაცარუნდა მოხდეს, როგორი რთული პერიოდიც არ უნდა დაუდგეს, ყოველთვის მის გვერდით იქნება. ჩემი გულწრფელი სიბრალული იმ ადამიანებს, ვისაც მარტო გოლის დროს ყვირილი შეუძლიათ ასე ზედაპირულად და წაგების დროს მის გვერდით არ არიან, წაგებისას, ან უსამართლობისას ცრემლები არ მოსდგომიათ თვალზე და მარტო ნიშნის მოგებით გადასცქერიან ზემოდან.
უკვე იმხელა სიხარული მომანიჭა, იმისთვისაც მზად ვარ, ცუდ პერიოდს (თუ დაუდგება) მასთან ერთად გავუმკლვდე, როგორც გულშემატკივარი.
ზუსტად ვიცი, არანაირი კომენტარი მასზე არ მოქმედებს, არც ცუდი, არც კარგი, პროფესიონალურად უდგება ყველაფერს და ამიტომაც არ ვთვლი საჭიროდ მისით აღფრთოვანებულმა ადამიანებმა თავი შეიკაონ. ფეხხბურთს უხდება აღტაცება და გაღმერთება.
ვინც გავაღმერთე ფეხბურთში, არასოდეს ძირს არ ჩამომიგდია და ყოველთვის იქ დავტოვე, სადაც ავიყვანე, რადგან ზუსტად მესმის, რამხელა სირთულეს წარმოადგენს ეგ სფერო, ზუსტად მესმის, რომ ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება. მთავარია რისი გაკეთება შეუძლია და რის გამო შევიყვარე ასე, დანარჩენი კი პირადი, გულშემატკივარული დამოკიდებულებაა.
მინდა ძალიან დიდი მომავალი და ძალიან ბევრი ბედნიერი საფეხბურთო ზეიმი ჰქონდეს. მინდა იცოდეს, რომ ისეთი ადამიანებიც ვარსებობთ, ვისაც მარტო გოლების გატანის დროს არ გვიყვარს.
ბედნიერი დაბადების დღე ხვიჩა!❤️
ხვიჩას გულშემატკივარი
12 თებერვალი 2024 20:34
2
გილოცავ კვარა! ველოდებით შენი დიდი ნიჭის შემდგომ განვითარებას. გაიხარე და გაგვახარე შენი ულამაზესი თამაშით
ზურაბი
12 თებერვალი 2024 14:41
2
სიკეთე და ბედნიერება ჰქონებოდეს უფლისგან
ვასო67
12 თებერვალი 2024 12:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული