"თავის აწევას და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს" - "ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟერმან დენისმა Sport Italia-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"პარტენოპეის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ქართველი ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს.

"ჩემი აზრით, "კვარა" ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. რამდენჯერმე შეეძლო, რომ პასი თანაგუნდელებისთვის მიეცა, თუმცა თამაში თავის თავზე აიღო. მაგარი ბიჭია, მაგრამ თავის აწევასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს. მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს", - განაცხადა დენისმა.

შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი "ნაპოლის" ღირსებას 2008/2010 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჟერმანმა "პარტენოპეის" რიგებში 63 მატჩი გამართა, თავი
კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altკვარაცხელია საუკეთესო იყო, ოსიმენი ტრავმირებული ბრუნდება, მაცარის ჯერ არ მოხსნიან - რა ხდება "ნაპოლიში"?

მკითხველის კომენტარები / 30 /
ხვიჩას კრიტიკოსებს ახალი ტურა მიმატებია! საპირისპიროს ამტკიცებს! პასებს არ იძლევაო! იმის მაგივრად, რომ ეთქვა -კვარას, შეგნებულად არ ამჩნევენ, დროულად პასებს არ აძლევენ და ეს მწვრთნელსაც არ "ანაღვლებსო"!

ეს ეტყობა ლაურენტისის დაქირავებული "ექსპერტია", უკუღმა საუბრობს! ასე აქვს დავალებული პრეზიდენტისგან!
Ზაზა
13:22 13-02-2024
4
მეტი რა პასი უნდა გაეკეთებინა, სიმეონეს დაუხატა საგოლე გადაცემა
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული