"შახტარი" გერმანიაში, გატუზოს წინააღმდეგ...
გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის (ახალწვეული ლუკა ლაცაბიძე ევროპა ლიგის განაცხადში არაა) "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და რანგით მეორე ტურნირზე გადაინაცვლა. 1/16-ფინალში მათი მეტოქე ჯენარო გატუზოს "მარსელი" იქნება.
დონეცკელების მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ უკრაინის ჩემპიონატში შესვენებაა და
ჯენარო გატუზოს "მარსელი" იდეალურ ფორმაში არაა, თუმცა ძლიერი მეტოქეა. გამოცდილი პიერ-ემერიკ ობამეიანგი სახიფათო იქნება. იმედია, გოჩოლეიშვილსა და აზაროვს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე პროდუქტიულები იყვნენ, სასტარტოში ვიხილავთ. მატჩი, საომარი ვითარების გამო ჰამბურგში ჩატარდება - დღეს, 15 თებერვალს, 21:45 საათზე, განმეორებითი კი ერთი კვირის შემდეგ - მარსელში.
ჯაბა კანკავა გოლს აღნიშნავს
ქართული დუელი
ამავე დღესა და დროს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ "სლოვანს" უმასპინძლებს, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ვაკო გვილია კი ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე ვიხილეთ.
"შტურმი" კონფერენს ლიგაზე გადაერთო, თუმცა ეს ტრაგედია იმის გამო არაა, ევროპა ლიგის ჯგუფში მათ წინ "ატალანტა" და "სპორტინგი" გავიდნენ. კრისტიან ილცერის გუნდი ევროტურნირზე გაზაფხულზე პირველად თამაშობს მას შემდეგ, რაც 2000-01 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ქართველები მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან. ბოლო ტურში როგორც კიტეიშვილმა, ასევე კანკავამ გაიტანეს.
1968-69 წლების სეზონში "სლოვანი" თასების თასის ფინალში დამარცხდა, შემდეგ კი ევროპულ ტიტულთან ახლოსაც არ ყოფილა. ბრატისლაველები ახლა კარგ ფორმაში და დამაჯერებლები არიან. წინ საინტერესო დუელი გველის.
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
კიტეიშვილმა ლიდერ "ზალცბურგთან" "შტურმს" სტუმრად ქულა მოუპოვა [VIDEO]