სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმ ფეხბურთელების მატჩებზე სიარულს განაგრძობს, რომლებიც "ჯვაროსნების" კანდიდატებად განიხილებიან.

ფრანგი სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად ჯერ თურქეთში ეროვნული ლიგის ბინადარი გუნდების საწვრთნელ შეკრებას დაესწრო, ახლა კი სლოვაკეთში იმყოფებოდა, სადაც ბრატისლავის "სლოვანის" შეხვედრას მიადევნა თვალი.

Geo Team-მა გაავრცელა ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ სანიოლი ალექსანდრე იაშვილი ჯაბა კანკავას, გურამ კაშიასა და ვლადიმერ ვაისს შეხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯაბა "უხერხულ" მდგომარეობაშია!
რომ არ დაბრუნდეს ნაკრებში და ნაკრებმა წააგოს, მაშინ ჯაბაზე იტყვიან უნდა დაბრუნებულიყოო!
რომ დაბრუნდეს ნაკრებში და ნაკრებმა წააგოს, მაშინ იტყვიან არ უნდა დაბრუნებულიყოო!
მოკლედ ერთი ვარიანტია მარტო: ევროზე უნდა გავიდეთ ყველა ვარიანტში!
ისე, ყველაზე კარგი ვარიანტია ჯაბა დაბრუნდეს და ევროზე გავიდეთ!
თემური
21:59 14-02-2024
0
სანიოლ თუ შენ ამ ნაბიჯს გადადგავ და კანკავას დააბრუნებ ჩვენ გავერთიანდებით და გადავუვლით ლუქსემბურგს და საბერძნეთ ვს ყაზახეთსაც....
სიმართლე
11:35 11-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული