"ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლა მას შეუძლია" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლას რადიო Marte-ს ეთერში Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი გამოეხმაურა.

მარკეტიმ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, კვარაცხელიამ ივლისში გუნდი დატოვოს. იესპერ ლინდსტრიომი მატეო პოლიტანოს ალტერნატივად განიხილება, ქართველის შეცვლა კი ჰამედ ტრაორეს შეუძლია, რომელსაც თამაში მარცხენა ფლანგზეც ეხერხება და ამისათვის "ბორნმუთისგან" მისი გამოსყიდვაა საჭირო.

23 წლის ტრაორე კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელია, იანვარში "ბორნმუთისგან" იჯარით აიყვანეს, შემდეგ კი მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პსჟ , ბავარია , ბარსას სიტი ან რეალი ჯობია მარა რეალში არ გამოვა.სიტიც საეჭვოა და ბარსაში კიდე პრეზიდენტია ლოურენტისი კვადრატში ხუთჯერ ჟმოტი და ათჯერ უჯიშოა ვიდრე ეს!სიტი იდეალური იქნებოდა მაყუთიც საკმარისი აქვთ და მმართველებიც არაბები არიან ფილისთვის გუნდს არ შეარყევენ! პსჟ ში ცოდოა ხელოვნური ჩემპიონატია არაფრით ჯობია პორტუგალიასა და ნიდერლანდებს! ჩამოუვარდება თორე.საცოდაობაა.
ტონი
23:01 16-02-2024
0
ეგ იგივეა რეალმა მაკელელე რო გაუშვა და გრავესენი მოათრია )))) კვარა სადაც უნდა წავიდეს ეს მანჩესტერ სიტია.... რეალს არ სჭირდება კვარაცხელია. ბარსაში გადასვლა სისულელეა კრიზისშია. პატიზში კარგი რო იყოს მბაპე არ წავიდოდა.. ბავარიაშიც არეული სიტუაციაა..მაქსიმუმ ბუნდესლიგა მოიგოს.
roni
09:48 16-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული