"ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლა მას შეუძლია" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლას რადიო Marte-ს ეთერში Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი გამოეხმაურა.

მარკეტიმ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, კვარაცხელიამ ივლისში გუნდი დატოვოს. იესპერ ლინდსტრიომი მატეო პოლიტანოს ალტერნატივად განიხილება, ქართველის შეცვლა კი ჰამედ ტრაორეს შეუძლია, რომელსაც თამაში მარცხენა ფლანგზეც ეხერხება და ამისათვის "ბორნმუთისგან" მისი გამოსყიდვაა საჭირო.

23 წლის ტრაორე კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელია, იანვარში "ბორნმუთისგან" იჯარით აიყვანეს, შემდეგ კი მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისე წერენ კვარაცხელიას შემცვლელზე გეგონება მისი პოვნა უმარტივესი საქმეა. კვარასნაირები ერთეულებია და ისინი ნაპოლიში არ წავლენ!
Irakli
19:10 15-02-2024
3
კი შეცვლა შეუძლია! მაგრამ, ჩანაცვლება არა!!
გიორგი
04:19 16-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული