აზაროვის და გოჩოლეიშვილის "შახტარმა" "მარსელთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი „შახტარსა“ და „მარსელს“ შორის 2:2 დასრულდა.

პირობითი მასპინძლების რიგებში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება ლუკა ლაცაბიძეს, ტურნირის განაცხადში არაა შეყვანილი.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაში სანახაობრივი არ იყო და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. შესვენების შემდეგ თამაში გახალისდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და სტუმრები ობამეიანგმა დააწინაურა, თუმცა მალე მატვიენკომ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში რიზნიკის კარის დალაშქვრა ლუის ენრიკეს შეეძლო, მაგრამ მას ხელი აზაროვმა შეუშალა და თავისი გუნდი გადაარჩინა.
90-ე წუთზე ნდიაემ „მარსელი“ წინ გაიყვანა, ხოლო კომპენსირებულ დროში ეგინალდუმ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.

ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: აზაროვი - flashscore 6.7, sofascore 6.7, whoscored 6.5. გოჩოლეიშვილი - flashscore 6.2, sofascore 6.1, whoscored 6.1.

საპასუხო შეხვედრა 23 თებერვალს „ველოდრომზე“ გაიმართება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 28 790 მაყურებელი
შახტარი - მარსელი 2:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (64), 1:1 მატვიენკო (68), 1:2 ნდიაე (90), 2:2 ეგინალდუ (90+2)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველამ ვიცით,რომ ირაკლიც და გიორგიც,უშუალოდ დაცვაში თამაშში,დიდი საიმედოობით არ გამოირჩევიან.მათი მთავარი ღირსება,წინ მწვავე თამაშია.პირველი გოლის ეპიზოდში,შემტევმა სისწრაფეში აჯობა,ირაკლი აზაროვს.ირაკლიმ ცოტა შუისაკენ შეიწია,რათა თავდამსხმელის საჯარიმოს სიღრმეში შესვლის მცდელობა თავიდან აერიდებინა.ის დროზე ჩაუწვა და ბურთი თუ დაბალი ტრაექტორიით წავიდოდა,ირაკლი მას ჩაჭრიდა,მაგრამ შემტევმა შესძლო და ჩაწოდებული ბურთი,ირაკლის სხეულს მაღლიდან გადააცილა ბურთი.გოჩოლეიშვილიადვილად მოატყუა მეტოქემ და კარის წინ ჩააწოდა,მაგრამ მოტყუების მომენტში,მის გვერდით კიდევ ერთი შახტიორის ფეხბურთელი იდგა,რომელსაც გიორგი უნდა დაეზღვია,თუმცა ის მხოლოდ მეთვალყურის ფუნქციით შემოიფარგლა.კარის წინ ჩაწოდებულ ბურთს,მცველმა ფეხი ააცილა და დონეცკელებმა გოლიც მიიღეს.აქ რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი,მთელი გუნდის მხრიდან და თანაც,გიორგი ვიღაცამ კი არა,პიერ ემერიხ ობამეიანგმა მოატყუა,რომელიც ორიოდე წლის წინ,გერმანიის და ინგლისის ჩემპიონატების სუპერვარსკვლავი და ბომბარდირი იყო.ასე რომ მცველის მოტყუება,მისთვის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი.მის ტექნიკას არაფერი მოჰკლებია.ორივე გოლის შემთხვევაში,მთელი გუნდის კომპლექსური შეცდომების შედეგი იყო და მხოლოდ ჩვენ ბიჭებს ნუ დავაკისრებთ,პასუხისმგებლობას.
სოსო
16 თებერვალი 2024 21:13
1
ბს-ს.რა გითხრა?შენც მართალი ხარ!არც თავზე ჩამოვამხოთ ყველაფერი,მაგრამ არც შეცდომა გავუტაროთ.მე ასე ვცადე და ძალიან შევარბილე?არ ვიცი.
სოსო
17 თებერვალი 2024 09:36
0
მხოლოდ მათ არა, მაგრამ ნამუსის მოწმენდაც არ არის საჭირო, სხვამ რომ მიჰქარა მაგით ამათი მიქარვა კი არ შერბილება , პირიქით უარესი გახდა. სიმართლეს უნდა ჩავიხედოთ თვალებში - დაცვაში პრობლემები გვაქვს და თან სერიოზული პრობლემები. ეგ არის მთავარი
Bs
16 თებერვალი 2024 23:57
0
შენ რა გგონია მაქ შეფასებებს ქართული გამოცემები, ან გულშემატკივრები წერენ?დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
Jora-giorgi-ს
16 თებერვალი 2024 19:22
2
გოჩოლეიშვილის კარგი თამაში ოდესმე გინახიათ?!ძალით გაპიარებულია საქართველოში!!!!
!!
16 თებერვალი 2024 15:29
2
ორივე გოლი შახტარის კარში მარტო ჩვენების ბრალი როგორ იყო? პირველი მაინც სად იყო ცენტრალური მცველები ან მეორე ფლანგის მცველი ბურთს აცდა საერთოდ სად გარბოდა? მეორე გოლზე კი მოატყუეს გოჩო მაგრამ საჯარიმოში ჩაწოდებული პირდაპირ მცველს მიუვიდა და ფეხი ააცილა ბურთს და ვერ მოიგერია...
Givi
16 თებერვალი 2024 15:13
1
ოოუუფფ!! შეფასებებია ისეთი გეგონება სლოვანმა ან შახტარმა მოიგო და ქართველმა მცველებმა ამაში ლომის წილი დაიდეს, არადა ზუსტადაც კაშიას და კანკავას " დამსახურებით" სლოვანი საერთოდ განადგურდა უსახურ შტურმთან, ხოლო ბოჩოლას შემოსვლით მატჩის ბოლოს, შახტარი ბეწვზე გადაურჩა წაგებას,როდესაც 35 წლის ობამეიანგმა საჯარიმოში ისეთი ფინტი გაუკეთა, ლამიმის კისერი მოტეხა და საგოლედ უპასა თანაგუნდელს. რა მოგდით! გასაგებია ქართველები არიან და შეფასებებში ობიექტური ვერ ვიქნებით, მაგრამ მარტის გადამწყვეტი თამაშების წინ გამოდის საკუთარ თავს ვატყუებთ,....თორემ როგორ ითამაშეს მაგრად..... არ ვიცი!!! შეიძლება მე ვერ ვხვდებიიი...
Jora-giorgi
16 თებერვალი 2024 11:18
1
ვუყურე თამაშებს , ამათსასაც და სლოვანისასაც. ესენი ორივე ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ დაცვაში, ორივემ ბევრი ,,ყლაპა", კიტე კარგი იყო, მაგრამ მგონი კოჭლობით დატოვა მოედანი, ტკივილი აწუხებდა (ღმერთმა დაიფაროს რაიმე სერიოზული სჭირდეს), კაშია კარგი იყო მაგრამ ორჯერ ახტომა დააგვიანა და ორი ბურთიც გაუტანეს, კანკავას მართლა ყოჩაღ, მის ასაკში... ბრავო! დასაბრუნებელია ნაკრებში, მარა ვინ არი ამის გამკეთებელი?! მოკლედ დაცვაში შარში ვართ, სანოილს აქამდეც უნდა ეფიქრა ამაზე, ალბათ ფიქრობს კიდეც. გუშინდელი თამაშების მერე მშვიდად ვერ ვიქნებით!
ქორ-პარიკმახერი
16 თებერვალი 2024 09:36
2
კაშია კარგი იყოო წერ და როგორ იყო კარგი როცა 4 გოლი გაუტანეს მის გუნდს სადაც ცენტრალური მცველი თავადაა და მისი პირდაპირი მოვალეობაა რაც შეილება ნაკლები გოლის მიღება საკუთარ კარში ეგენი კიდე განადგურდნენ და შენ წერ კარგი იყოო,,მაგ თამაშში კარგი თუ ვინმე იყო კიტეიშვილია
gel-100
16 თებერვალი 2024 10:17
2
თამაში არ მინახავს მაგრამ ასეთი შეფასებებით კარგი მატჩი როგორ ჩაატარეს?
დავით 67
16 თებერვალი 2024 00:38
0
ორივე გოლი ჩვენების ბრალი იყო
დათო
16 თებერვალი 2024 04:16
1

სიახლეები პოპულარული