Corriere dello Sport-ი კვარაცხელიას "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე: სამყარო უსინათლოებით უნდა ყოფილიყო დასახლებული, ეს რომ არ მომხდარიყო

AutoSharing Option
არანეაპოლური მედიიდან იტალიაში, ალბათ, „ნაპოლის“ და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ყველაზე აქტიურად, ობიექტურად და დადებითად „კორიერე დელო სპორტი“ აშუქებს. რომაულმა გამოცემამ ქართველის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლა ხატოვნად წარმოსახა:

„ის, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ფატალურად გარდაუვალი იყო: და, შესაძლოა, ისინი მას თვალებით სჭამდნენ, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, ეს უკვე მხოლოდ შეგრძნება ან ვარაუდი არ გახლავთ, ვინაიდან სამყარო უსინათლო ადამიანებით უნდა ყოფილიყო დასახლებული, რათა ეს არ მომხდარიყო. ბურთის ფლობისას და ყოველი დრიბლინგისას სიცოცხლის ენერგიისა და ტალანტის ამოფრქვევის განცდას თითქმის ყველგან ტოვებდა - მათ შორის
„ბარსელონას“ ქომაგებს შორის, რასაც აღფრთოვანება მოჰყვებოდა.

და შეიძლებოდა ისეთი სახე მიგვეღო, თითქოს არაფერი არ ხდებოდა, ყურადღება არ მიგვექცია მათთვის, ვინც გაურკვევლად იმზირებოდა, თუმცა, უნდა გვცოდნოდა, ჯანდაბას, ამ დღის დადგომის შესახებ. ესპანეთში „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ბარსას“ შესაძენ ფეხბურთელთა სიაშია. „ნაპოლიმ“ პიოტრ ზილენსკი დაკარგა, თვითმფრინავის რეისის რაიმე შეფერხების გარეშე გაფრინდება ვიქტორ ოსიმენი და ახლა ხასიათი ფუჭდება, რამეთუ თვით ქერუბიმნი არ რჩება“.

altოსიმენმა ივარჯიშა, მაცარიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა, Sky Sport-მა კი "ჯენოასთან" მატჩში "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა "გაამხილა"

alt"ბარსა" კვარაცხელიასთვის ცდუნებაა - მისით კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული" - იტალიური მედია

alt"ნაპოლიმ" "მარადონაზე" თამაში უნდა გამოასწოროს, აქ მალე "ბარსელონაც" ეწვევათ - კვარაცხელია ფორვარდად თუ ისევ მარცხნივ?!

მკითხველის კომენტარები / 4 /

ბრავო, ძალიან კარგია, მადლობა!!!

გენა
10:26 17-02-2024
3
ბარსელონა დიდ თანხებს არ იხდის ფეხბურთელებში კვარასაც იაფად არ შეაფასებენ აქიდან გამომდინარე არარეალური მგონია ბარსას ვარიანტი ნუ რო მოეწონებოდათ მაგას რა თქმა უნდა უარს კვარაზე არცერთი გტანდი არ იტყვის საქმე ისაა თუ დიდ თანხას გაიმეტებენ . დღევანდელ რეალობაში პრემიერ ლიგის გუნდები და პლუს პსჟ თუ გადაიხდის კვარაში დიდ თანხას დანარჩენი არ მგონია
ტოტტი
08:10 17-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული