აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ჩინეთის "შანდუნ ტაიშანმა" სახლში იაპონიის "კავასაკი ფრონტალესთან" 2:3 დამარცხების შემდეგ, გასვლაზე საპასუხო შეხვედრაში 4:2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
1/4-ფინალში "შანდუნ ტაიშანი" "ბანგკოკ იუნაიტედსა" და "იოკოჰამა მარინოსს" შორის გამარჯვებულს მარტში შეხვდება.
ყაზაიშვილი "შანდუნ ტაიშანში" "ულსან ჰიუნდაიდან" 14 იანვარს გადავიდა.
რაც შეეხება ვაკოს მაგას ცოლისძმამ გაუჩალიჩა და ვაკომაც ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა წასვლა,აი არაბიძეს რას ერჩიან დღემდე ვერც მე გამიგია,როტაციისთვის ორივე გამოდგება მაგრამ ძირითადს ვერც ერთი ვერ გაქაჩავს.
არ შეიმჩნიოთ არც ყაზაიშვილის და არც არაბიძის კლასი და მერე კაი ჩიტს რომ დაიჭერთ, დისკვალიფიცირებულს აჭამეთ, აუცილებლად DDDD