"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თავის თანაშემწეებთან ერთად მივიდა და კითხვაზე, იმუშავებს თუ არა მასთან გუნდის ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი, მოკლე პასუხი გასცა - "ვნახოთ".
21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, "ნაპოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კალცონამ გუნდი ავარჯიშა. ვიქტორ ოსიმენი სრულად დაიტვირთა და დიდი ალბათობით, სასტარტოში იქნება. სირილ ნგონჟი ჯერ ინდივიდუალურად ემზადებოდა, შემდეგ კი საერთო ჯგუფს შეუერთდა.
Sky Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და ირწმუნება, რომ კალცონა შემდეგ ძირითად შემადგენლობას დააყენებს: მერეტი, დი
ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ტრაორე (კაიუსტე), ლობოტკა, ანგისა, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.
დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.