Tuttonapoli წერს, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას უფრთხის და მის შესაჩერებლად სპეციალური გეგმა შეიმუშავა.
ხავის კვარაცხელიასი ეშინია და მის გასანეიტრალებლად სიურპრიზზე ფიქრობს
"ბარსას" შესაძლო სიახლე "ნაპოლისთან" შეხვედრაში "არაა გამორიცხული, კატალონიურმა გუნდმა "ნაპოლისთან" გადახალისებული დაცვით ითამაშოს. იმის მიხედვით, რასაც "მუნდო დეპორტივო" იტყობინება, ხავი კვარაცხელიასა და მეტოქის შემტევთა შესაჩერებლად სიახლეზე ფიქრობს - ცენტრში კუბარსი მარტინესთან ერთად დააყენოს, არაუხო "კვარას" ფლანგზე გამწესოს, ხოლო კუნდე თავიდან სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. ასე რომ, არაუხოს კვარაცხელიას მეურვეობა დაევალება, როგორც ამას ვინისიუსთან
თამაშისას აკეთებდა ხოლმე, რაც წარსულში წარმატების მომტანი იყო, ბოლო დროს კი - ნაკლებად. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ხავის კვარაცხელიას შიში აქვს და პატივს სცემს".
სხვა ესპანური გამოცემები აღნიშნავენ, რომ 17 წლის კუბარსი კარგ ფორმაშია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ძირითად შემადგენლობაში კანსელოსთან, კუნდესთან და არაუხოსთან ერთად ვიხილავთ.