კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.

"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.

კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
კაპელოს მოუწევს ცოფზე შრატის გაკეთება, რომ შეესევა გარკვეული ჯგუფი "გულშემატკივრებისა".
..
22 თებერვალი 2024 12:13
8
ახალგაზრდა ასაკში თავს დამტყდარი ასეთი პოპულარობა და პასუხისმგებლობა ადვილი არაა. ეს მესმის კი, მაგრამ ცოტათი მეტი თავშეკავებაა საჭირო. ზედმეტად ამბიციურად ჩათვლიან. კი, ჩვენიანია, გვიყვარს, მაგრამ ვიღაცამ უნდა აუხსნას ელემენტარული ზრდილობის საკითხები. ფაქტი ისიცაა, რომ ბოლო პერიოდში ვერ გამოიყურება მოედანზე ისე, როგორც ადრე. სამწუხაროა… არც ძალიან მომთხოვნები უნდა ვიყოთ, გასაგებია, მთელი კარიერა წინ აქვს, მაგრამ… წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველს, ვინც ჩვენს ქვეყანას ასახელებს.
ნინო
22 თებერვალი 2024 12:06
1
დიდი ხანია უკვე ბევრ არასწორ ნაბიჯებს დგამს კვარა არასაფეხბურთო სიტუაციებში, მაგრამ მსოფლიო ცენტრში უცბად მოხვედრილ 23 ბიჭს რომ მეტი მოვთხოვოთ ჩვენ ვიქნებით არასწორები, ამისთვის არსებობს ოჯახი და გარემოცვა, რომელიც ან არაფერს ურჩევს ან არასწორ რჩევებს აძლევს...
ვენეციის კომისია
22 თებერვალი 2024 11:26
8
კვარას აგენტ ჯუღელის განცხადებით, კვარაცხელია ნაპოლში ბედნიერია, მისი ოჯახი კმაყოფილია, ჩვენ ვინ ვართ, რომ სწავლება დავუწყოთ რა როგორ გააკეთოს?
ვენეციის კომისია - ს
22 თებერვალი 2024 11:31
9
კვარას პრობლემები იმ ჩაჩაჩული გეტრებიდან იწყება. რაც ნიშნავდს რომ გუნდის ფორმას პატივს არ სცემს და თავს სხვებზე მაღლა აყენებს. გასაგებია სიყვარული კარგია მაგრამ 20 წლის ფეხბურთელი როდესაც ევროპაში ამოჰყოფს თავს და იმ წამსვე ცოლი მოჰყავს დიდი ფეხბურთი ესე იგი არ უნდა. ამას გარდა ბიბლია წაიკითხოს ზოგიერთმა და ეს ზედმეტი პირჯვრის წერა ერთ უჯრედიანებისგან რომ გეადაიღო ნახოს რას ამბობს ისესო ზედმეტ "პოკაზუხობაზე" ან როგორც მოიხსწენება ფარისევლობაზე. არ არის საჭირო პირჯვრის წერა ხალხის დასანახად და არც ლოცვა... თუ გინდა ილოცო, შედი ოთახსა შენსა და ელაპარაკე მამასა შენსა...ეს მეხინკლე და მემწვენილე ჯუღელი კიდევ თავიდან უნდა მოეშორებინა და აეყვან ვინმე ევროპიდან. სამწუხაქროდ ქართვეობა არ არის ადვილი და ეს არის მისი და ბევრის კიდევ აქილევსის ქუსლი. მარაბ დვალიშვილის მაგალითი უნდა ნახოს ყველამ. მონდომება, დასახული მიზნისათვიდ დაუღალავი შრომა თავდადებულად, ყველასადმი პატივის ცემა და თავმდაბლობა... ამის გარეშე მწვერვალებს ვერავინ დაიპყრობს. მარადონამაც მოიტეხა კისერი თავისი ერთუჯრედიანი ქცევებით, ამპარტავნობით... ასე რომ თუ ვინმეს დიდი კარიერა და ხანგრძლივი კარიერა უნდა რომელიმე სპორტში ან სხვა დარგშიც ...თავმდაბლობიდან და თავდადებიდან იწყება ყველაფერი. არ გვჭირდება მეორე ქინქლაძე რომელიც კვარაზე ბევრად ტექნიკური და ნიჭიერი იყო მაგრამ ასევე გაიფუჭა კარიერა ცუდი გადაწყვეტილებებით და ჩვევებით. 2-3 წელი ითამაშა და მერე აჩრდილი იყო...
სიმართლე
22 თებერვალი 2024 11:18
13
არ გეზარება და ან არ გიტყდება მაინც ამდენი ბოღმა წერა? უფასო რჩევა ვინ გკითხა ? აზრი გამოთქვი კი ბატონო და ეს რჩევები რა უბედურებაა.რჩევა ფასეულია კონკრეტულ სფეროში წარმატებული ადამიანის და არა ნებისმიერი მსურველის...
ოუუ
22 თებერვალი 2024 12:07
20
დვალიშვილს მალე UFც - დან გარიცხავენ, ფერაძის ქალი ყოფილა ვიღაც, ხელმოწერებს აგროვებს მერაბის ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავსირებით საჩივარი შეაქვს
სიმართლე - ს
22 თებერვალი 2024 11:28
12
რა ქცევაა?
ვაჟა
22 თებერვალი 2024 11:09
3
ეხლა ხელების ქნევა აუკრძალეთ))))
ის ქცევაა
22 თებერვალი 2024 12:08
5
კაპელო, საკი, კანავარო და ა.შ. ვადაგასული ხალხია, რომლებიც არ ტოვებენ შანს ყველგან ჩაეკვეხონ და ტელევიზიებში გამოჩდნენ. ხვიჩას საქციელს რაც შეეხება, კი რაღაც პონტში სხვანაირად შეეძლო მოქცევა, მაგრამ მირჩევნია გაბრაზდეს შეცვლისას ვიდრე ეკიდოს. გულში ხვიჩამაც იცის რომ უკეთესადაც შეეძლო, მაგრამ ჯერ 23 წლისაა და მეორე სეზონია ამ დონეზე, ასე რომ იმედს არ ვკარგავ რომ მოუმატებს. ისე, მაინც ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა შეცვლას 68 წუთზე.
ირაკლი
22 თებერვალი 2024 10:56
29
ვკითხულობ მომენტარებს და მიკვირს ხვიჩას რომ აკრიტიკებენ. ბურთს არ აძლევენ და რა უნდა ითამაშოს.იგი ოსიმენთან ერთად ერთი ნათელი წერტილია ამ უსახურ გუნდში.
ჯუჯი
22 თებერვალი 2024 10:56
12
ზოგადად კი, მართლაც ნათელი წერტილია მაგ გუნდში, მაგრამ გუშინ ასე არ იყო. ხშირ შემთხვევაში როცა პასი უნდა მიეცათ, არ აძლევდნენ, მართალია, მაგრამ როდესაც მიიღო, მაშინაც ვერ იყო დამაჯერებელი- არაზუსტი პასებიც ქონდა და არასწორი გადაწყვეტილებებიც. თითქოს თამაშამდე გადაიწვა ფსიწოლოგიურად.
...
22 თებერვალი 2024 11:15
4
ჩემის მოკრძალებული აზრით, ახალი მწვრთნელის ადგილზე, ხვიჩას ცოტა დავასვენებდი და რამოდენიმე ხნით მხოლოდ შეცვლაზე გამოვიყვანდი. ახალ მწვრთნელს, რომელსაც ჯერ არც კი იცნობ კარგად, პირველივე თამაშზე, ასეთი რამ არ უნდა შეკადრო.
გოგი
22 თებერვალი 2024 10:52
4
კაპელოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი დეზინფორმაცია?!!! ვისაც თამაში არ უნახავს, რა დასკვნა უნდა გააკეთოს? არ გადაეხვია შემცვლელსო. იდიოტიზმი!!! სინამდვილეში დრო რომ არ დაკარგულიყო, იქვე გადავიდა მოედნის გარეთ, ლინდსტრიომიც მომენტალურად შევიდა სათამაშოთ. კაპელოს აზრით მთელი მინდორი უნდა გადაეკვეთა და ჩახუტებოდა, მერე დაემოძღვრა კიდევაც და კეთილი სურვილებით დამშვიდობებოდა. ეეეეჰ კაპელო, კაპელო...
alexandre
22 თებერვალი 2024 10:50
9
რატომღაც მგონია დისლაიკებს ისინი წერენ, ვისაც არ უნახიათ თამაში. სურათს მაინც დააკვირდით - კარის ბადის უკანაა, ესე იგი თავისი ნომერი რომ დაინახა, იქვე გავიდა გარეთ! აპა რა უნდა ექნა? და ჩემი კომენტარი იმაზეა, რომ კაპელომ შემცვლელს რატომ არ მიესალმაოოოოო! რა არის აქ გაუგებარი?! ვერაფრით ვერ ჩაეხუტებოდა, სანამ ხვიჩა მოედნის ცენტრამდე მოვიდა, თამაში უკვე 0,5 წუთის განახლებული იყო. გთხოვთ დამიბეჭდეთ - ვერ გავიგე რა არ მოწონთ?
alexandre
22 თებერვალი 2024 13:45
3
ქვეყანა არ დანგრეულა, თუმცა არ არის ლამაზი ასეთი ქცევა და მიუღებელია ფეხბურთის სამყაროსათვის, განსაკუთრებით შემცვლელი ფეხბურთელის მიმართ. ძალიან გამიკვირდა რომ შეცვალა ნაადრევად, მაგრამ ძალიან საწყენი იყო ის ჟესტიკულაცია, რაც მან გააკეთა. არ შეიძლება ასე, არა.....კი ბატონო, თქვენი ნებააა...მაგრამ...
იაგო
22 თებერვალი 2024 10:45
3

სიახლეები პოპულარული