კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.

"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.

კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
მირო, მეც ეგ კომენტარი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რადგან დამასწარი სრულად გეთანხმები. დავამატებდი, მხოლოდ ერთს, რომ ხშირ შემთხვევაში პასს ისეთ დროს აძლევენ როცა გარშემორტყმულია მეტოქის მცველებით და როცა კარგ პოზიციაშია ვერ ამჩნევენ!
გურამი
22 თებერვალი 2024 13:31
7
რა ქცევაა?
ვაჟა
22 თებერვალი 2024 11:09
3
ეხლა ხელების ქნევა აუკრძალეთ))))
ის ქცევაა
22 თებერვალი 2024 12:08
5
ავტობუსა შენ ვიღას დაკარგვიხარ?
რონი
22 თებერვალი 2024 08:56
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული