"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და მისი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა.
"მე დავინახე არათავდაჯერებული ფეხბურთელები, თითქოს "დიეგო მარადონა" მათი სტადიონი არაა. ყოველთვის სუსტი იყო ჰორიზონტალური მოქმედებები. მეტოქის პრესინგმა დიდი სირთულეები შეუქმნა. ბოლო 20 წუთში მოედანზე ლინდსტრიომის და რასპადორის შესვლის შემდეგ გარდაისახნენ. აგრეთვე, პოლიტანოს გამოვყოფ. მერეტმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.
საპასუხო შეხვედრა ისევე უნდა დაიწყონ, როგორც ბოლო 20 წუთი ჩაატარეს, როდესაც სწრაფად და კომპაქტურად მოქმედებდნენ. ლობოტკას გასულ სეზონში აქებდნენ, დღეს კი თითქოს ბურთს ემალებოდა. ეს
თავდაჯერების არქონას ნიშნავს.
კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, პარტნიორს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კაპელომ Sky Sport-ს.
სპორტი თუ არ გითამაშია ცხოვრებაში და აზრძე არ ხარ სისულელეს ნუი მპასუხობ. წვრთნელი ათამაშებს გუნდს და მოითხოვს დისციპლინას. შულ შეუძლია სკამი ახეხინოს თუ მოუნდხება. ევრი ფული მასზე არ დაუხარჯავთ და ეგეთები გაუყდიდიათ? მისი ხელების შლა, მსაჯებთან უაზროდ კამათი, რაც ბარათებშიც გამოიხატა და მის უნიათო საქციელშიც. აბა ჰკითხეთ არველაძეს მწვრთნელმა რა უთხრა ცოლის ადრეულად მოყვანის გამო ზოგს. ეგრეა. გუნდის პატრონი ფულს იხდის და ეს გუნდია და გუნდურ სულისკვეთებას აფუჭებს ასეთი საქციელი. გავიდა ოსიმენი და სკამიდან გულშემატკივრობდა. კვარა კიდევ მოედანს არც უყურებდა და იჯდა განამრტოებული. ისევ ვიმეორებ გუნდის წევრობა თუ არ უნდა გაახეხინებენ სკამს და მოიშორებენ თავიდან და მერე თავიდან ექნება დასაწყები სადღაც ყველაფერი. გარდა ამისა სხვა გუნდების მესვეურებიც ხედავენ მის ასეთ საქციელს და ნაკლები ინტერესი ექნება თუ სასწრაფოდ არ გამოასწორა თავისი საქციელი. ამიტომ არის კარგი აგენტი საჭირო კიდევ იმ მემწვანილის მაგივრად. ნახევარი თამაში დასეირნობდა აქეთ იქეთ თიტქოს ვიღაცას მისი ვალი ჰქონდეს. კარგი რა
დროზე უნდა გაშორდეს აქაურობას