რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.

რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.

კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.

Sportall.Ge

და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.

ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...

altხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

altკაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 57 /
ჩემს აზრს გეტყვით რას ვფიქრობ ბარსასთან თამაშზე. ხვიჩამ ითამაშა ჩვეულებრივად(რომ არ იცოდე რომ ხვიჩაა და მეტი შეუძლია არც გაამახვილებ ამაზე ყურადღებას). ჩვეულებრივად თამაშში ვგულისხმობ: დარბის თუ სირბილი ჰქვია ნელა, უჭირს გახსნა, ემოცია ნული, ინერტულია, საჭიროების შემთხვევაში დაცვას ვერ ეხმარება. ისე არ გამიგოთ თითქოს ჩასაფრებული ვარ. ნაპოლისათვის მარადონას მერე არ მიქომაგია და ახლა ლამის ვაფანატებ ამ გუნდზე ხვიჩას ხათრით. ესაა ამჟამინდელი რეალობა. მიზეზი არ ვიცი(უნიჭიერესი ფეხბურთელია). რაც შეეხება შეცვლას: ბარსამ პედრი შეცვალა, მერე რა, ვინ არ შეუცვლიათ და ასეთი მიდგომა მისი მხრიდან არ არის სწორი. გოლის გამტანი ოსიმენიც შეცვალა. ფაქტია რომ შეცვლებმა ნაპოლი გამოაცოცხლა. კარგად ითამაშებ და აღარ შეგცვლიან.კრიტიკა კარგია მგონია. ვნახოთ ყველაფერი ხვიჩას ხელშია. რომ იძახიან საჩქაროდ წავიდეს ნაპოლიდანო, ეგრეა გამოწერილად.სად წავიდეს: სიტი, რეალი, ინტერი, ბაიაერნი თუ სად(იქ უდიდესი კონკურენციაა). აქ გამოასწოროს პირველ რიგში თამაში და მერე ყველაფერი იქნება
david
15:57 22-02-2024
7
ის რომ ნაპოლი ჯოგია მაგაზე არ ვდაობ,
მე მაინტერესებს ერთადერთი კვარა
და ბიჭს აქვს რეგრესი
თავისუფალი სივრცე არც რონალდინიოს ქონია ჩელსისთან მაგრამ შექმნა შედევრი
დიდი ფეხბურთელი ამითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან
ამას ვითხოვთ და ამიტომ გვაქვს პრეტენზია, თორე პოლიტანოს ჯობია კი ახლაც.
როდესაც ამდენი მატჩი გავიდა და იგივე შედეგია ესე იგი ვერაა ისე როგორც გვინდა
და მარტო ლობოტკას უკან პასის ბრალი არაა ეს,
რაღაც დაკარგა თუ ჩაუქრა ტიპს
მთავარი პრობლემა კვარას ხასიათი
შარშანდელი სეზონის მვპ-ს 2 დღის მოსული ტიპი არ უნდა გართმევდეს ბურთს.
დაჩიქჩიქებს ხაზზე ვაკის ტროლეიბუსივით და თავჩაღუნული დგას მეზობლის ბავშვივით,
ფეხების ბაკუნი, ისტერიკა და შეცვლისას გაბრაზება დაამუღამა კი. ტაქტიკურად გაუნათლებელი ფეხბუტთელის შდაბეჭდილებას ტოვებს აი დააკვირდით უბურთოს საჯარიმოში ვინგეტი არ შედიოდეს და სივრცეებს არ ეძებდეს ესეთი არ მინახია კვარა კი ესეა გუშინ ლინდსტრომი მის ადგილზე დააყენეს ვინგერად მაგრამ ის საჯარიმოში ითვისებდა სივრცეებს იხსნებოდა და მის აქტირობას მოყვა ოსიმენის ის გოლიც. როცა შესაძლებლობებს შორის ხვიჩადა და ლინდსყრომს შორის ცადა დედამიწაა განსხვავება ეს კი გამოსასწორებელია უბურთოდ გადაადგილება და ცალკე ფინიში ტოპ სტარობა ასეთი თამაშებით არ გამოვა.
5

სიახლეები პოპულარული