რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.

რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.

კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.

Sportall.Ge

და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.

ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...

altხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

altკაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 57 /
ჩემს აზრს გეტყვით რას ვფიქრობ ბარსასთან თამაშზე. ხვიჩამ ითამაშა ჩვეულებრივად(რომ არ იცოდე რომ ხვიჩაა და მეტი შეუძლია არც გაამახვილებ ამაზე ყურადღებას). ჩვეულებრივად თამაშში ვგულისხმობ: დარბის თუ სირბილი ჰქვია ნელა, უჭირს გახსნა, ემოცია ნული, ინერტულია, საჭიროების შემთხვევაში დაცვას ვერ ეხმარება. ისე არ გამიგოთ თითქოს ჩასაფრებული ვარ. ნაპოლისათვის მარადონას მერე არ მიქომაგია და ახლა ლამის ვაფანატებ ამ გუნდზე ხვიჩას ხათრით. ესაა ამჟამინდელი რეალობა. მიზეზი არ ვიცი(უნიჭიერესი ფეხბურთელია). რაც შეეხება შეცვლას: ბარსამ პედრი შეცვალა, მერე რა, ვინ არ შეუცვლიათ და ასეთი მიდგომა მისი მხრიდან არ არის სწორი. გოლის გამტანი ოსიმენიც შეცვალა. ფაქტია რომ შეცვლებმა ნაპოლი გამოაცოცხლა. კარგად ითამაშებ და აღარ შეგცვლიან.კრიტიკა კარგია მგონია. ვნახოთ ყველაფერი ხვიჩას ხელშია. რომ იძახიან საჩქაროდ წავიდეს ნაპოლიდანო, ეგრეა გამოწერილად.სად წავიდეს: სიტი, რეალი, ინტერი, ბაიაერნი თუ სად(იქ უდიდესი კონკურენციაა). აქ გამოასწოროს პირველ რიგში თამაში და მერე ყველაფერი იქნება
david
22 თებერვალი 2024 15:57
7
ის რომ ნაპოლი ჯოგია მაგაზე არ ვდაობ,
მე მაინტერესებს ერთადერთი კვარა
და ბიჭს აქვს რეგრესი
თავისუფალი სივრცე არც რონალდინიოს ქონია ჩელსისთან მაგრამ შექმნა შედევრი
დიდი ფეხბურთელი ამითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან
ამას ვითხოვთ და ამიტომ გვაქვს პრეტენზია, თორე პოლიტანოს ჯობია კი ახლაც.
როდესაც ამდენი მატჩი გავიდა და იგივე შედეგია ესე იგი ვერაა ისე როგორც გვინდა
და მარტო ლობოტკას უკან პასის ბრალი არაა ეს,
რაღაც დაკარგა თუ ჩაუქრა ტიპს
მთავარი პრობლემა კვარას ხასიათი
შარშანდელი სეზონის მვპ-ს 2 დღის მოსული ტიპი არ უნდა გართმევდეს ბურთს.
დაჩიქჩიქებს ხაზზე ვაკის ტროლეიბუსივით და თავჩაღუნული დგას მეზობლის ბავშვივით,
ფეხების ბაკუნი, ისტერიკა და შეცვლისას გაბრაზება დაამუღამა კი. ტაქტიკურად გაუნათლებელი ფეხბუტთელის შდაბეჭდილებას ტოვებს აი დააკვირდით უბურთოს საჯარიმოში ვინგეტი არ შედიოდეს და სივრცეებს არ ეძებდეს ესეთი არ მინახია კვარა კი ესეა გუშინ ლინდსტრომი მის ადგილზე დააყენეს ვინგერად მაგრამ ის საჯარიმოში ითვისებდა სივრცეებს იხსნებოდა და მის აქტირობას მოყვა ოსიმენის ის გოლიც. როცა შესაძლებლობებს შორის ხვიჩადა და ლინდსყრომს შორის ცადა დედამიწაა განსხვავება ეს კი გამოსასწორებელია უბურთოდ გადაადგილება და ცალკე ფინიში ტოპ სტარობა ასეთი თამაშებით არ გამოვა.
M33
22 თებერვალი 2024 12:18
5
გეთანხმები უბურთოდ მოძრაობა დასახვეწი აქვს მარა ქართველი ფეხბურთელები უბურთოდ რატომღაც ვერ მოძრაობენ და თუ ამას ისწავლიან ბევრი ტოპვარსკვლავი გვეყოლება
M33-ს
22 თებერვალი 2024 12:59
1
ეს ფილოსოფია ჩემთვის გაუგებარია. ხვიჩა მართალია ის აღარ არის, რაც შარშან სეზონის პირველ ნახევარში იყო, თუმცა თამაში შეისწავლეს, უფრთხიან, ორი მეურვე ყავს ყოველთვის. თვითონ მას პასის მიმცემი დამცველი და მით უმეტეს ნახევარმცველი არ ყავს, კუუსისტეა თუ ვიღაცაა, ეგ თამაშობდა მაგის ფრთაზე და პასი მიცა კი არა, ბურთს შეეხო საერთოდ სანამ გაიყვანდნენ ერთხელ მაინც? რუი უფრო შეთამაშებულია ხვიჩასთან, მაგრამ დაცვაში დირკაა და ოლივერა იმიტომ დააყენა მწვრთნელმა. ნაპოლის დაცვა საერთოდ კრახია, დი ლორენცო ყველაზე მეტ შეცდომას უშვებს, რახმანი და ჟეზუსიც იდირკებიან, ესტიგორზე და მოუქნელ ნათანზე ლაპარაკი არ არის.
ლობოტკა წინ პასს ვეღარ აკეთებს და ართმევაშიც ვეღარ ვარგა, შარშანაც მილანთან ორივე თამაშში ეგ და რუი გაიდირკენ. ანგისა სეზონის პირველ ნახევარში ცუდი იყო, ეხლა ცოტა ათამაშდა, ზელენსკი ვერ თამაშობდა ამ სეზონში და აღარც ათამაშებენ. ოსიმენს ორი თვეა ნაპოლიში არ უთამაშია და ყველა თამაშს ხვიჩა მიათრევდა. ტრაორე ჩანს ცოტა ნორმალური და შეათამაშომ ხვიჩასთან.
არ გამოუვიდა ერთი თამაში და დაესიენ ყვავები.
უნდა წავიდეს ხვიჩა ნორმალურ გუნდში და მსოფლიო ვარსკვლავი თუ არ იქნება, მსოფლიო დონის ფეხბურთს ყველა ვარიანტში ითამაშებს.
არჩი
22 თებერვალი 2024 13:19
4
ყველა მწვრთნელი ლავრენტას დაკრულზე ცეკვავს. დასაჯეს ვითომ კვარა და ოსი, მოარჯულეს და ადგილი მიუჩინეს. რა ხდება ნაპოლიში, ვერავინ გაიგებს. მთავარია თავი დააღწიოს ამ წუმპეს ჩვენმა ბიჭმა. მშვიდად და უჩუმრად ჯობია მოქცევა, თორემ უფრო წამოიკიდებენ. ტურები!
koba
22 თებერვალი 2024 12:40
2
აბა სხვა მწვრთნელი ლავრენტასთKOBA-ან არ მიდის და თვითონ ხომ არ გაწვრთნის გუნდს?
ბესო
22 თებერვალი 2024 12:56
2
საქართველოში ნაპოლის და კვარას კრიტიკა სულ რო სამართლიანი იყოს პიროვნულ შეურაწყოფად ითვლება.დ.დ. მაგალითად გაზეთ ლელოს უწერია სტსტია რო ნაპოლიმ დამსახურებული ფრე ითამაშაო. ვერ ბედავს ავტორი რო გააკრიტიკოს ნაპოლი, ან სხვა თამაშს უყურა.დ.დ. თორე რა დამსახურებული ფრე კარში ერთხელ დაარტყეს მაშინ როცა ბარსას 4-5 რეალური მომენტი ქონდა, თუნდაც ბოლო წუთზე გიუნდოგანს. მარა ავტორისთვის ჯობია ის დაწეროს რაც დაწერა. თავს მაინც არავის გაალანძღვინებს. კომენტატორების არ იყოს 10 წუთი ბურთი დაიჭირა ნაპოლიმ და თურმე ხავის აჯობა კალცონამ და ნაპოლიმ.დ.დ. ვერ ბედავენ ტიპები სიმართლის თქმას. დ.დ.
barca
22 თებერვალი 2024 12:15
1
სიმართლის თქმას ვერ ბედავენ დიდი ხნის ამბავია მარა სიმერთლემდე ანალიზის უნარი უნდა ქონდეთ რაც არააქვთ მაგიტომაც ერთი ნორმალური სპორტული გადაცემა არაა ქვეყანაში.
giorgi
22 თებერვალი 2024 13:19
1
ზუსტათ ესეთი მოსაზრება უნდა დამეფიქსირებინა მეც სიმართლეს არცეთი არ ამბობს ზოგი ცოლის შერთვას აბრალებს ზოგი თავში ავარდნას ზოგი კიდევ ათას რაღაცას სიმართლის თქმა მიახლოვებითადაც კი არცეთ სპოტულ მიმომხილველს არ სურს არც შინაურს და არც უცხოს.
გიორგი
22 თებერვალი 2024 13:47
2
ბევრს წერენ პასს არ აძლევენო.
მე რასაც უყურებ არ მოძრაობს. პასისთვის უნდა იბრძოლო, გაიხსნა.
დანარჩენები კოღოებივით დარბიან და ეს დგას.
ალბათ მალე იღლება . ეს უნდა გამოასწოროს
las
22 თებერვალი 2024 15:26
6
მაინც მგონია, რომ შარშანდელ ფეხბუთს ეს გუნდი ვეღარ ითამაშებს. კალცონემ რაც არ უნდა უხტეს, ამ შემადგენლობას სპალეტის ვერსიის 4-3-3 -ს ვეღარ ათამაშებს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება. მას გარსიასგან განსხვავებული არაფერი უჩვენებია. 10-15 წუთიანი მონაკვეთი ლოგიკიდან ამოვარდნილმა გოლმა გამოიწვია, რაც არა ნაპოლის, არამედ მთლიანად ბარსას (ახალგახრდა შემადგენლობა) მომენტალური დაბნეულობით იქნა გამოწვეული. თანდათან ისევ წაიღეს ბურთი და ფინალში უკვე ნაპოლი კი არა , ბარსა დომინირებდა. დროც აღარ ეყოთ და ლევანდოვსკიმაც კარგი მომენტი გააფუჭა. კვარას რავ შეეხება, ეტყობოდა რომ მკაცრად მისდევდა ტაქტიკურ სქენას, თამაშის სტატუსიდან გამომდინარე ნაკლებად რისკავდა. არ იყო მასზე კალცონას ნათქვამი კორექტული. თითქოს პოლიტანომ დაგლიჯა და ამან რამე დააკლო. სხვა რა უნდა ექნა ამ სიტუაციაში, ისიც უნდა დააყოლოს მაშინ. ბურთის ამოტანა მცველებს სწრაფად კი არადა, საერთოდ უჭირდათ. ცენტრი მთლიანად ბარსამ წაიღო. არანაირი ვერტიკალური პასი, ფლანგზე კვარასთან ბურთი მაშინ თუ მიდიოდა, როცა მარჯვნივ დი ლორენცო-პოლიტანო იჭედებოდა. პოლიტანოდან რა სიკეთეები დაინახა ასეთი, რომ აქო. ბურთი თუ მიდიოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ზოგადად დი ლორენცო ბევრად მეტად იწყებს ამოტანას, ვიდრე ოლივეირა. ზოგი ამბობს არ მოძრაობსო. ამას მაშინ ამბობენ, როცა ბურთი სწრაფად მოძრაობს და პარტნიორებიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებენ, ფლობენ სიტუაციას და დროულად აკეთებენ ვერტიკალურ გადაცემებს (მაგ. როდრი ამ თამაშში),სივრცეები იხსნება და შენ არ ითვისებ. კაიუსტე და ოლივეირა კი უფრო "პაჟარნიკობდნენ". ლობოტკა ბარსამ შეჭამა. დამდგარ ფეხურთში ერთმა კაცმა უნდა ცვალოს ტემპი, თუ როგორ წარმოგიდგენიათ?. ერთადერთია - თამაში უნდა აიღო თავზე, როგორც ჯენოასთან, მაგრამ რამდენად გამოგივა ეს ბარსასთან, როცა შედეგი მთლიანად შენ დაგეკისრება? დიდ გუნდებთან ვერ თამაშობსო ვინც ამბობს, შარშანდელ ლივერპულთან და იუვესთან კვარას თამაშს უნდა უყუროს კიდევ ერთხელ.
ამატაკი
22 თებერვალი 2024 18:49
2
კვარაცხელიას ტაქტიკური პრობლემები ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს გამოჩნდა, ამ მხრივ მას შემდეგ ვერ გაიზარდა… ეს სპეკულაციები ვიღაც პასს არ აძლევს, ვიღაცა რაღაცა უნდა სისულელეა. ფაქტია რომ ამ ბიჭმა პროგრესი შეწყვიტა და უჭირს განსხვავებულ ტაქტიკურ სქემებთან მორგება. ძალიან ფორმალურად თამაშობს დაცვაშიც და გუნდშიც დიდად პატივისცემაც ვერ დაიმსახურა ეტყობა.
Gogi
22 თებერვალი 2024 15:18
11
აი ყველაზე პრაგმატული ანალიზი! როგორ ახერხებთ ამას? ჩემი ემოციები მთლიანად ხვიჩაზეა აგებული: ან მტკივა ან მიხარია... და უპირობოდ მჯერა მისი
მანანა
22 თებერვალი 2024 15:56
6
ხვიჩამ იტალიაში უდიდესი საფეხბურთო გამოცდილება მიიღო (და არა მარტო საფეხბურთო - თუნდაც ბარსასთან მისი შეცვლაც კარგი გამოცდილება იქნება მისთვის!) და დღესდღეობით გარკვეულწილად (რათქმა უნდა არა 100%-ით) ბევრი გრანდი-გუნდი მის შესაძლო ტრანსფერსაც განიხილავს!
მადლობა იტალიას, ნეაპოლს, "ნაპოლის" და "დე ლაურენტისს", რომ ხვიჩამ ერთ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია (ხო, ვთქვათ ისიც: ხვიჩა რომ არა ნაპოლი ვერ გახდებოდა ჩემპიონი)!
მაგრამ ერთი რამ უნდა ახსოვდეს ყველა ფეხბურთელს, რომ არ უნდა მოდუნდეს, რადგან შეუცვლელი არავინ არ იქნება...
გუშინდელ, ბარსასთან თამაშზე შეიძლება ითქვას, რომ ბარსა არ ელოდა ხვიჩას და ოსიმენის შეცვლას და თამაშში "კორექტირება" დროულად ვერ გააკეთა, თორემ მანამდე რომ იტყვიან მთელი თვით ჯობდა ნაპოლის!
რაც იყო, ოყო! დაველოდოთ შემდეგ თამაშებს, შევხედოთ როგორ დაალაგებს ახალი მწვრთნელი გუნდში სიტუაციას, რომელიც როგორც ყველა ვხედავთ მაგარი არეულია!
წარმატებები ხვიჩას! და ასეც იქნება...
თემური
22 თებერვალი 2024 15:16
2
საუკეთესო კვარა ნანხი ყველას ყავს შარშან,როცა ფეხბურთით ცხოვრობდა და არ გულაობდა.მაგრამ ჟურნალისტები რატომღაც ცდილობთ სხვების დადანაშაულებას და არა მთავარი დამნაშავისა,კვარაცხელიასი და ეს დათვური სამსახურია.
ასე მგონია
22 თებერვალი 2024 15:46
4
ერთადერთი რაც ნაპოლისთან დაკავშირებით მაინტერესებს ესაა კვარაცხელიას მაგ გუნდიდან რაც შეიძლება ჩქარა წასვლა.
ნიკა
22 თებერვალი 2024 13:51
5

სიახლეები პოპულარული