რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.

რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.

კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.

Sportall.Ge

და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.

ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...

altხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

altკაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 57 /
კვარა სერიოზულად გაზარმაცდა....
ვახტანგ
09:41 23-02-2024
17
მესმის იტალიელი თუ ქართველი გუშემატკივრის იმედგაცრუებისა, როცა კვარა ვერ ავლენს მისთვის შესაფერ დონეს. ვინც ფეხბურთს ადევნებს თვალს, ნანახი ექნება რომ ეს ნაპოლი კი არა და უდიდესი ბარსა (ყველას და ყველაფერს რომ იგებდა) განადგურებულა კონკრეტულ თამაშში. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის ისე თითქოს ნებისმიერ თამაშში უნდა შეძლო გარდატეხის შეტანა, თუ დიდი ფეხბურთელი ხარ. მითუმეტეს დღეს ფეხბურთი არ კეთდება მარტივად და ერთფეროვნად. 4-3-3 მაგარი,მაგრამ რთული სქემაა. კიმი შეიძლება არაა დიადი მცველი, მაგრამ სწრაფია და აქვს პასი. ამ სქემისთვის კი ეს აუცილებლობაა(მაძარიც მაგას ითხოვდა ზამთარში). იმიტომ რომ სქემა მაღალ ინტენსივობას მოითხოვს, ხაზების სიმჭიდროვეს, ბურთის ზონაში უპირატესობის შექმნას თავის კვადრატებითა და სამკუთხედებით, მაღალ პრესინგს, ერთი სიტყვით დომინანტურ ფეხბურთს. ბურთი სწრაფად უნდა მოძრაობდეს და მხოლოდ ასე იქმნება თავისუფალი სივრცეები და არა ერთი რაგინდ მაგარი ფეხბურთელის სირბილით. რათქმაუნდა ნაღდი ვინგერები, როგორიცაა კვარა ან ლოზანო მაინც, ამ სქემის ატრიბუტია. სპალეტიმ რაღაც დროით გააკეთა ნაღდი 4-3-3 ნაპოლისნაირი გუნდით, მაგრამ ფიზიკისა და უდიდესი მოტივაციის ხარჯზე (რამდენიც გაქაჩა). ერთ სეზონს ეყო, მაგრამ რესურსი მალევე ამოწურა. ამჟამად რახმანი და ჟეზუსი გამორიცხულია რომ მაღალ დაცვაზე ავიდნენ, მათ შესაბამისი სისწრაფე არ აქვთ, რომ მაღალი დონის მოწინააღმდეგეს ჩამოუსწრონ, თუ ერთი მაღალი თუ დაბალი ვერტიკალური პასით ხაზი გაირღვა. ამიტომაც საჯარიმოს გარეთ ვერ ბედავენ მაღლა ასვლას. ბარსასთან როცა წინა ხაზები მაღალ პრესინგზე ადიოდნენ, უზარმაზარი სივრცეები უჩნდებოდათ ხაზებს შორის, რასაც მაღალი დონის გუნდები (რეალი, ინტერი, ბარსა, ლაციო) მარტივად იყენებენ და კარაქივით ჭრიან. ხანძარის ჩასაქრობად კვარას და პოლიტანოს უწევთ უკანა კროსები . ასეთ დროს კვარას აბრალო არ იხსნება , არ დარბის ან რაღაც მსგავსი პრეტენზიები სულ მცირე უადგილო მგონია. აი წარმოიდგინეთ დღეისთვის ყველაზე მაგარი ვინგერი-ვინისიუსი ამ ნაპოლიში. გაიქცეოდა და გადაწყვეტდა თამაშს, ასე გგონიათ? აასე მარტივადაა საქმე? იყვნენ ჰოლანდი და ბელინგემი დორტმუნდში და რა ტიტულები მოიგეს? გადაწყვიტეს დიდი თამაშები? შეხედეთ რეალს, ლივერპულს და დააკვირდით რა დონის შემსრულებლების თავმოყრა სჭირდება, რომ ამ სქემით დიდმა ტრენერებმა მუდამ სანახაობა დადგან. ხვიჩას არა მაგრამ, კალცონას ნაღდად აუვარდა თავში უეცარი ბედის გამოღიმება. აღდგომა და ხვალეო!
ამატაკი
03:50 23-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული