"პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია" - კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ჩვენებურმა მოედნის დატოვებისას უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა კომენტარი, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა:

"პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენ მსგავსად ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ და მოედანზე გასვლა უნდათ.

ახალ მწვრთნელს შესაძლოა, ასევე სურდა, რომ შანსი მიეცა რომელიმე სხვა მოთამაშისთვის. მწვრთნელისთვის ეს დამოკიდებულება და გამოხატულება
გამაღიზიანებელია", - თქვა კანავარომ.
მკითხველის კომენტარები / 47 /
ერთი დღის დანიშნულ მწვრთნელს პირველივე მატჩში გადაწყვეტილება მილიონობით გულშემატკივრის თვალწინ გაუპროტესტა, თავმოყვარეობა შეულახა. ეგ ღია დაპირისპირებას ნიშნავს. ხვიჩას საქციელი პროფესიონალურ სპორტში უზარმაზარი შეცდომაა.
მერაბი
22 თებერვალი 2024 21:18
3
კომენტარებს გადახედეთ და მიხვდებით უმრავლესობის პრობლემას-ესაა მენტალიტეტი,ეგ უშლის ყველა სპორტსმენს ხელს.ეგო და მენტალიტეტი-პირველი მტერი კარიერის. ჯერ გარემოცვას შეეშალათ ოსიმენთან და ადრე კონტრაქტის საკითხებში, ახლა თვითონ ვერ მალავს ემოციებს,რაც გაგრძელებაა დაწყებული შეცდომების და ცუდია რომ ტელევიზიებიდან ზრდილობის პრობლემაზე უთითებენ კაპელო,კანავარო და სხვები.ალბათ სწორ დასკვნებს გააკეთებს ამ ყველაფერზე და ყველაფერი გამოსწორდება, არაა ეგ დიდი ტრაგედია,მთავარია სწორი დასკვნა გამოიტანოს თვითონ. ჭკვიანი ბიჭია და მალე მიხვდება რა და როგორ აჯობებს მისთვის მომავალში.ასევე ვისთან ერთად იაროს მომავალში,რადგან ხვიჩა უკვე ისეთ დონეზეა რომ ტოპ დონეზე გადასვლასთან ძალიან ახლოა და ასევე ტოპ მენეჯერები დაჭირდება გვერდით ამისათვის.სხვანაირად,სულ სანერვიულო და რაღაც სისულელეებზე საფიქრალი ექნება.
გია
22 თებერვალი 2024 19:40
1
იქნებ და მწვრთნელზე კიარ გაბრაზდა, ისე იყო უკმაყოფილო რო ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც მასაც და ჩვენც გაგვიხარდებოდა... ეგრევე რაღაცა კუდების მობმა და ისტერიკა რა უბედურებაა?
რა მაფიაა?
22 თებერვალი 2024 13:34
11
პატივი უნდა სცენ კვირას, ერთ ერთი ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი როა და მაინც 100%ით იხარჯება
Niko
22 თებერვალი 2024 22:19
9
დიდი ფეხბურთი მაინც არ ჰქონდეს ნათამაშები. ვარსკვლავებმა შეიძლება არაფერი აკეთონ მთელი 90 წუთი და 91 წუთზე მათი ქმედება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ვისაც 1990ში არგენტინა ბრაზილიის თამაში გახსოვთ,მარადონას დიდი არაფერი უკეთებია,მაგრამ მისმა ზუსტმა პასმა კანიჯასადმი, გადაწყვიტა მატჩის ბედი. ეს უნდა ესმოდეს მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც. ხვიჩას არ ვადრი მარადონას, მაგრამ მასაც შეუძლია რამე არაორდინალური მოიფიქროს, თუნდაც დამატებულ დროში, მითუმეტეს ჰქონია ასეთი მომენტები რამდენჯერმე, თუმცა მეკარეებმა ივაჟკაცეს.
დავით 67
22 თებერვალი 2024 19:35
5
10 კაციანმა ყარაბაღმა ბრაგა ამოატრიალა დამატებით დროში - ჩვენ ვიდგეთ და ცალ ხელზე ვითვალოთ ზამენიდან შესული ჩაკვეტაძის, ზივზივაძის, საზონოვის, დავითაშვილის წუთები. მიქაუტაძის ბურთთან შეხებები, მამარდაშვილის ესპანური და ფედელეს კომენტარები ხვიჩაზე. მოვა მარტი და მერე ხო ატყდება ქოთქოთი
დინამიტი
23 თებერვალი 2024 00:57
2
მაგათ წარუმატებლობასაც ცოლებს დააბრალებენ,არადა ვერ მიხვდა ეს ხალხი,რომ ერთი სეზონის სპორტსმენები გვყავს,ერთი-ორის გამოკლებით!!!მეტი არ შეუძლიათ!!
დინამიტ ს
23 თებერვალი 2024 12:14
1
კაპელოს და კანავაროს ხვიჩა არასდროს "ევასებოდათ",ისედაც სულ აკრიტიკებდნენ!!კაპელო!!!რა ქნა ზახარიანმა გახდა მსოფლიო ვარსკვლავი??დაეწია ხვიჩას დონეს?!რუსულ პრესასთან ასე თქვა კვარაცხელიას დონეზე თამაში შეუძლიაო!!
ქართველი ვაჟკაცი
22 თებერვალი 2024 15:38
6
ტავსჰი აუვარდა ამდენი კება
merabi
22 თებერვალი 2024 18:41
14
კაროჩე ეგ თქვენი კვარა მაგრად აღარ მაინტერესებს და მითუმეტეს არც ნაპოლის მომავალი და ყოველი მეორე პოსტით დავიღალე სულ კვარაცხელიაზე შეიძლება წერდეთ? მოძველდა უკვე დაკარგა ჰაიპი
გოგა
23 თებერვალი 2024 00:56
2
სჰეილება თავის თავზე გააკეთა.მწვრთნელი მართალი იყო.კუნდემ არ გააქანა საერთოდ და შესაცვლელი იყო.კვარა მაგარია.))))
Eldari
22 თებერვალი 2024 16:33
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული