"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ხვიჩა კვარაცხელიას 67-ე წუთზე შეცვლა გახლავთ, რაც დიდ მოულოდნელობად ჩაითვალა.

Gazzetta dello sport-ი წერს, რომ ჯერ მხოლოდ 24-სააათიანი მუშაობის შემდეგ მწვრთნელის შეფასება შეუძლებელია, მაგრამ კვარაცხელიას მოხსნა პირველივე მატჩიდან ნამდვილი ვაჟკკაცური საქციელი გახლდათ.

Coriere dello sport-ის ნაუბარით, "ნაპოლის" 75 წუთი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ კალცონას შეცვლებმა გაამართლა, ოსიმენმა კი ბოძებული შანსი გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ "პარტენოპეიმ" თავისი მებრძოლი სული კიდევ ერთხელ
გამოაჩინა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
რომელი სტრატეგი ეგ მყავს კალცონა? უბრალოდ გაუმართლა...ყველამ დავინახეთ სიმეონე გამოჰყავდა ოსიმენის ნაცვლად. არადა, 2 წუთით ადრე სიმეონე რომ გამოეყვანა, მაშინ ნახავდა რას გაათანაბრებდა ნაპოლი და მერე გენახათ მისი ბულინგი ხვიჩას და ოსიმენის შეცვლის გამო.

უბრალოდ გაუმართლა. იღბალიც ჭირდება არათუ უბრალო მწვრთნელს როგორიც კალცონაა, არამედ დიდ მწვრთნელებსაც.
პ.ს ისე ხვიჩამ უნდა ისწავლოს მწვრთნელების პატივისცემა, რაც არ უნდა სუსტი მწვრთნელი იყოს. დიდ ფეხბურთელებს ეს არ ეკადრებათ. და როგორც ადრე აკეთებდა უნდა ივარჯიშოს და იმუშაოს ბევრი. შედეგი მერე ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
იღბალი მის მხარეს იყო
15:19 22-02-2024
4
ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს,მაგრამ კვარამ მერამდენეთ უნდა გაიმეოროს იგივე საქციელი??წინაზე ხო არ მოიწონეს მისი ჟესტი და ყველამ გააკრიტიკა,ახლა ისევ იგივე,მასე ყველას აიმხედრებ და ის ავტორიტეტული ხალხიც გადაგიდგება ვინც შენი დიდი გულშემატკივარია,რატომ ვერ სწავლობენ ქართველი სპორტსმენები შეცდომებიდან გაკვეთილს??!!
ირაკლი
15:07 22-02-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული