"ნაპოლიმ" შესაძლოა, კვარაცხელია დააჯარიმოს - საბოლოო სიტყვა დე ლაურენტისზეა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დააჯარიმოს. ამის შესახებ Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა წერს.

საქმე "ბარსელონასთან" მატჩში მომხდარ ფაქტს ეხება. მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 67-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც ჩვენებურმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

"ხვიჩა კვარაცხელიამ მსგავსი რამ უკვე გააკეთა. ეს "ჯენოასა" და "ნაპოლის" შეხვედრაში მოხდა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ "კვარა" იტალიურად კარგად არ ლაპარაკობს, მატჩის ბოლოს შეცვლით უკმაყოფილო იყო და თქვა: "ეს რატომ გააკეთე?!".

"ბარსელონასთან" ქართველი უკვე კალცონამ გააღიზიანა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ
აღნიშნა, რომ მისთვის გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გუნდია.

ახლა სიტუაციას აურელიო დე ლაურენტისი შეაფასებს და გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა კვარაცხელია", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 78 /
ვბოღმიანი კომენტარების ავტორებს, ვისაც ხვიჩას დაჯარიმება გიხარიათ, გისურვებთ ჯარიმებით და ბანკის ვალებით ვერ ამოხვიდეთ.
Რაგბის ფანი
23:46 23-02-2024
10
ოთხი თაობის ფეხბურთელები მახსოვს - ქეცბაია-არველაძეების ჩათვლით. კარგებიც, ცუდებიც და არც იქით რომ იყვნენ და არც აქეთ - ეგეთებიც. ჯაბა კანკავასთან ერთად, კვარაცხელია ერთადერთი კაცია, ვისაც გულშემატკივრისგან საყვედური არ ეკუთვნის. უფროსი თაობისგან ვიცი, რომ კვარასავით უყვარდათ მესხი, ყიფიანი, ჩივაძე, შენგელია... საყვედურის გამოხატვა როგორ გაბედაო? ოთარ გაბელიას კამერა გადაუმტვრევია ვიღაც ოპერატორისთვის თავზე, მაგრამ ხალხს არ შეუძულებია - პირიქით. კვარა საქართველოში ხალხს უყვარს, ამაზე დიდი ჯილდო და პრემია კაცისთვის არ არსებობს. წარმატებები კარგ კაცს და მადლობა მის მშობლებს კარგი ადამიანის გაზრდისთვის
irakli
23:11 23-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული