ლოჩოშვილი არ ათამაშეს - კაცნაკლულმა "კრემონეზემ" "პალერმოსთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
სერია B-ს 26 ტურში „კრემონეზესა“ და „პალერმოს“ მატჩი 2:2 დასრულდა.

ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს სერია A-ში დაბრუნების პრეტენდენტები ხვდებოდნენ. კრემონელები მე-16 წუთზე სერნიკოლას გაძევების გამო კაცნაკლულები დარჩნენ, სტუმრები კი 2:0 დაწინაურდნენ. თუმცა მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.

მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

„კრემონეზე“ 47 ქულით მეორე ადგილზეა და 27 თებერვალს გენუაში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - პალერმო 2:2
გოლები: 0:1 ბრუნორი (18, პენ), 0:2 რანოკია (44),1:2 კასტანეტი (49), 2:2 კოდა (50)
გაძევება: სერნიკოლა (16,
კრემონეზე)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ახოა კრემონეზეზე თქო თქვა აზრი თუ აქვს კი ბატონო, მაგრამ არის ერთი მაგრამ! თუ გავიყვალისწინებთ ლოჩოშვილის არასტაბილურ სპორტულ ფორმას და საკვანძო მომენტებში შეცდომებს არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს! ნაკრებში ლუკა და კაშო არასტაბილურები არიან და ტყუილად ვაკრორიკებთ კვერკველიას. ის და კაკაბაძე სტაბილურები არიან! სასურველი იქნებოდა გველესიანისთვის და გადრანისთვის ყურადღების მიქცევა… კვერკველიას დარად გველესიანი აზიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ეს ფაქტი ჯიუტია!
ლაშა
21:48 24-02-2024
0
ლოჩოშვილი სახიფათო ფეხბურთელია, პირველ რიგში უხეშია, (კასტალომი) და მთავარი საგოლე შეცდომებს უშვებს. ბოლოს ნაკრებში, არაფრისგან აიკიდა ჯარიმა. ჩააწოდეს და გაიტანეს. ანუ, არაფრისგან მოწინააღმდეგეს საგოლე შანსი მისცა. ეგ არ არის ქართული ფეხბურთი. ასე ქართველები დაცვაში არ თამაშობდნებენ. ასე ქართველებს შეტევაში გვეთამაშებოდნენ.
მწარე
22:00 24-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული