"ნაპოლიმ" სერია A-ს 25-ე ტურში, გასვლაზე "კალიარისთან" გოლი და გამარჯვება ხელიდან კომპენსირებულ დროში გაუშვა და ფრეს, 1:1 დასჯერდა. სტუმართა გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კვლავ მიმართავს რაღაც ექსპერიმენტებს - როდესაც დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობის გაზრდის შანსი მიეცათ, ყველა შემტევი და მათ შორის პირველი ხვიჩა კავრაცხელია შეცვალა და შედეგიც მოიმკა.
ნამატჩევს კალცონამ კომენტარი DAZN-თან გააკეთა: "პრობლემა ფსიქოლოგიურია, რადგან ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ერთადერთი, რაც შემიძლია ვუსაყვედურო ისაა, რომ ბურთით სწრაფად ვერ მოძრაობენ. ძნელი შეხვედრა გამოვიდა, ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო. ამ
დღეებში ბიჭებთან საუბრები მქონდა. დროა საჭირო, პრობლემებს ერთ საათში ვერ გადაჭრი. ძნელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვეცდებით. მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. მაქსიმუმს უნდა ვეცადოთ.
"კვარა"? ბოლო ორ შეხვედრაში ყველაფერი გააკეთა, რაც ვთხოვე. ხანდახან იმდენად მონდომებულია, რომ თავის ხარისხს კარგავს. შესანიშნავი ბიჭია, თუმცა ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილია. მგონია, მალე ჩვეულად დაგვეხმარება.
ოსიმენი უბრალოდ აფრიკის თასის შემდეგ გადაიღალა. მასთან დიდხანს არ მილაპარაკია, ვინაიდან ამის აუცილებლობა არ არსებობს".
ოსიმენი უბრალოდ აფრიკის თასის შემდეგ გადაიღალა. მასთან დიდხანს არ მილაპარაკია, ვინაიდან ამის აუცილებლობა არ არსებობს".