"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:
"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.
ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".
"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".
მინიმუმ ისე არ უნდა მოიქცე რომ გულშემატკივრები გადაიკიდო, თუმცა მაინც მოახერხა და გაააქტიურა ცნობილი გამოთქმა - სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო...
ის რომ დე ლაურენტისი ჟმოტი და ახვარია, არ ნიშნავს რომ ნეაპოლელები ქუჩებში გამოვარდებიან არიქა სიმართლეს გაუმარჯოსო და კვარას მხარეზე დადგებიან...
იმიტომ რომ ისინი მაგ პროტესტს გუნდის კეთილდღეობაზე არ გადაგატარებინებენ...
კვარა კი არა სულ რომ მარადონა იყო მაინც...
და ეს ყველაფერი ამ 23 წლის ბიჭის კი არა მისი გოიმი აგენტის და გაგრია გარემოცვის ბრალია...
ერთი 20 კაცის ერთად, ჯერ რომ ფულის გულისთვის რუსეთში გააქანეს და მერე ომი რომ არ დაწყებულიყო ისევ იქ დატოვებდნენ და ეხლა იტალიაში უფუჭებენ საქმეს...
კი ბატონი პრობემა აქვს, ანუ რომ ნერვიულობს? რომ ისე არ გაოსდის როგორც შარშან? და მერე? წიხლი უნდა დააჭირო კაცს ამ დროს თუ გვერდით დაუდგე?
ხომ ყავს უკეთესები და რა გააკეთეს? მუტჭეს თუ არა სარდინიელებმა? ვინ არის მოგებული ამ სიხისტით? ლაყ=ურენტისის თუ მთლიანად ნეაპოლი?
ჯერ სად არიან, რეგრესი წინ აქვთ, და დისრეს კი ვერ ხედვენ საკუთარ თვალში, ხვიჩას თვალში ეძებენ ბეწვს. იმიტომაც აქვთ საქმე კარგად
შენ ეხლა მართლა გჯერავს რომ აქ აკომენტარებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ კვარას კარგი თამაში და თუ კარგად ათამაშა სწყინთ???
ანუ თუ ადამიანმა ოდნავი კრიტიკა გაურია დაწერილში ესე იგი კვარა არ ევასება და უნდა რომ ფეხი მოტყდეს???
აი რა ჰქვია ასეთ საქციელს, ეჭვიანობა? გაუნათლებლობა? წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარის არქონა? სად ჩნდება და საიდან მოდის ასეთი ხალხი...
ადამიანებს, ვინც ფინასურად ძლიერი არაა, შეუმდგარ ქართველებს უწოდებს და ცდილობს დაამციროს. თავის თავს შემდგარად მიიჩნევს, ბუნებრივია.
მინდა დავეთანხმო, რომ ის ნამდვილად ყველაზე შემდგარი და შეყენებულია, ვინც კი აქ კომენტარებს წერს.