გელაშვილი დაბრუნდა და გააძევეს - ქართველზე მწვრთნელმა ისაუბრა

AutoSharing Option
"სპეციას" 22 წლის მცველი ივა გელაშვილი ტრავმის შემდეგ სერია B-ს 26-ე ტურში, "მოდენასთან" სტუმრად უგოლოდ დასრულებულ მატჩში დაბრუნდა, მაგრამ გააძევეს.

გელაშვილმა ყვითელი ბარათები 27-ე და 35-ე წუთებზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "სპეციას" მწვრთნელმა ლუკა დ’ანჯელომ გააკეთა: "ამაში ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ. გელაშვილი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან ძლიერია, თუმცა, ჩემი აზრით, გამოუცდელობის გამო მცირე შეცდომა დაუშვა. უდავოა, ეს ეპიზოდი მისთვის კარიერაში სასარგებლო იქნება".

"სპეცია" 26 ქულით მე-16 ადგილზეა, სერია
B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 28 თებერვალს "ფერალპისალოს" უმასპინძლებს. მომავალ დაპირისპირებას ქართველი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საგანგაშო ის არის,რომ ახალგაზრდა ქართველი ბიჭები,ძალიან ხშირად იღებენ წითელ ბარათებს.უცხოეთში მსაჯების მუშაობის სტილთან შეგუება უჭირთ,რადგან ჩვენთან სულ სხვანაირად მსაჯობენ.მას შემდეგ,რაც თამაშში 5 შეცვლა დაუშვეს და ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციას,მხოლოდ 5,ან 6 გაფრთხილების შემდეგ აძლევენ,დოზირებული და წინასწარ განზრახული უხეშობა,გუნდების ტაქტიკის შემადგენელი და ზოგჯერ,მისი განმსაზღვრელიც კი გახდა.ქართული გუნდებიც ამის გამო ძალიან ხშირად იწვებიან,ევროტურნირებზე.უკვე უცხოეთში კი,ჩვენი ბიჭები.
დღეს ჩვენში რაგბი ყველაზე კარგადაა განვითარებული და იქ,ვარჯიშისას,ხშირად მსაჯებსაც იწვევენ,რათა მომენტების შეფასების კრიტერიუმები აუხსნან.ყოველი კონკრეტული მატჩის წინ,წამყვანი კლუბები,ამ მატჩის მსაჯის მუშაობის სტილსაც კი სწავლობენ და თამაშისას ითვალისწინებენ.თამაშის დროსაც ყურადღებით არიან,როგორ განსჯის მსაჯი და საკუთარ თამაშს,მის მოთხოვნებს უთანხმებენ.როცა ფეხბურთი თუ კალათბურთიც ამ სიმაღლეზე ავა,ალბათ იქაც დავიწყებთ ასეთ ნიუანსებზე მუშაობას,თუმცა ახლავე რომ დავიწყოთ,ძალიან კარგი იქნებოდა.
სოსო
26 თებერვალი 2024 01:22
4
გაფიცებ რომელმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიიღეს ძალიან ხშირად წითელი ბარათი?ყველაფერში რატომ ცდილობთ ნეგატივის დანახვას?! ცუდია რომ მიიღო წითელი ბარათი და ჭკუის სასწავლებელი იქნება ეს მისთვის,მაგრამ რა არის ამაში ისეთი რაც თუნდაც ევროპელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ მოსდით. მე ვერც კი ვიხსენებ ბოლოს რომელმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღი წითელი ევროპაში,ძალიან ხშირად მითუმეტეს არ იღებენ
საქართველო
26 თებერვალი 2024 03:09
6
ა ძმაო, მწვრთნელი და დამრიგებელი. სად ლუკა დანჯელო და სად კვარას გაზო-ნა.
მალხაზ ჯობავა
26 თებერვალი 2024 00:55
3
უცოლო ფეხბურთელები თურმე გლიჯავენ!!!
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
26 თებერვალი 2024 00:34
4
გელაშვილს არაფერს ვაბრალებ, კარგი ბიჭია.
პ.ს. უნდაითქვას რომ საქართველოში მომრავლდნენ უხეში მცველები. არ აქვთ ტაქტიკური განათლება, ხშირად კარგავენ პოზიციას, ვერ იწყებენ შეტევას და თან მოუქნელებიც არიან. ყველაფერს ამის გადაფარვას ცდილობენ ფიზიკური ძალით და უხეშობით.
მწარე
26 თებერვალი 2024 09:12
2
წარმატებები ივას. გაძევება მებრძოლ სულს ნიშნავს. მახსოვს ბოხსკამკი რომ დაინიშნა ნაკრების მწვრთნელად გუჩუა აიყვანა ეგრევე ნაკრებში რადგან ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი ჰქონდა და მაგარი ბრძოლისუნარიანოაო
ვანჩოპე
26 თებერვალი 2024 00:39
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული