"ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

alt"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
ბოლო ორ თამაშში,ხუთი-ექვსი ეპიზოდი იყო,როცა ხვიჩა ფლანგზე,თავისუფალ პოზიციაში იდგა,წინ,საკმაოდ შორს,მხოლოდ ერთი მცველი ედგა და გამწარებული უქნევდა ხელს,პარტნიორს,პასი გამოუშვიო.ნახევარმცველებმა კი თამაშის გეზი შეცვალეს და ბურთი მეორე მხარეს გააგორეს.არც თავისუფალ ზონაში აწვდიან პასს და კარიდან ზურგით მდგომს,ზურგზე მცველი რომ ჰყავს მიკრული და მორტყუების შემთხვევაში,ორი კაცი კიდევ აზღვევს,რომელიც ან ბურთს ართმევს და ან აქცევს,ასეთ დროს ხვიჩას როგორ უნდა უთხრა საყვედური?თანაც როცა ცდილობს,თუ დაკარგა ბურთი,დაცვაში სისუსტის გამო სახიფათი კონტრშეტევის რისკი ძალიან დიდია და მწვრთნელებიც რა თქმა უნდა სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.ამას დავამატოთ მსაჯების მიერ მის მიმართ უხეშობაზე თვალების დახუჭვა და მისი მხრიდან პროტესტის გამოთქმაზე გადამწყვეტი მოქმედებები,მედიის მხრიდან ამის გამო კვარას კრიტიკა და დე ლაურენტისის მხრიდან ცინიკურობამდე მისული უპატივცემულობა.რატომ უნდა მოიკლას თავი?როცა აკლავდა,დაუფასა ვინმემ?სულელად ჩათვალეს და აგერ,ნაპოლის გულშემატკივრებიც,თურმე აქეთ უწყრებიან,შენგან ჩვენ ამას არ ვიმსახურებთო!ხვიჩა იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას?!ჯერ მის მიმართ იყო დაუფასებლობა და გამოექომაგნენ ნეაპოლელები?სად ჩანს,ეს გამოქომაგება?წადი რა გაიარეო,აგერ ეუბნებიან და წამო ვიდეს,ასე სჯობია!მაგის ხელფასზე,იქნებ სხვა ვინმე მოძებნონ,კვარაზე უკეთესი.წარმატებებს ვუსურვებ.კარგია ბატონო,კვარას სურათების ფრიალი და და მისი სახელის სკანდირება,მაგრამ როცა ხედავ,რომ მარგალიტი ჩაგივარდა ხელში,მოუფრთხილდი და ლამაზ ბუდეში მაინც ჩასვი,რომ მასაც უხაროდეს მარგალიტობა.
ნეაპოლელებზეა გადაღებული,შესანიშნავი კომედია,"ოპერაცია წმინდა იანვარიუსი"და იქ ძალიან კარგად ჩანს ნეაპოლელების ზნე და ხასიათი.საკუთარი ქალაქის მთავარი სიწმინდეც კი მოიპარეს ტაძრიდან და უცხოეთში გაყიდვა მოინდომეს,საკუთარი ჯიბის ინტერესებისათვის და კვარასგან მოითხოვენ უფასოდ ვარსკვლავობას?დე ლაურენტისიც ნეაპოლელია და ისიც ზუსტად ასევე არ იქცევა?საკუთარი სიხარბით,მთელ გუნდს დაუკარგა მოტივაცია,არავის დაუფასა შარშანდელი თავდადება და წელს,მოსავალს იმკის.ახლა ცდილობს,ფეხბურთელებს,ხელები გადაუგრიხოს და როგორმე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეათრიოს ნაპოლი,მაგრამ თვითონ ფეხბურთელებს,რა?ხვიჩას ფასი,ყოველდღიურად დაიკლებს,მის ხელში,ამიტომ იძულებული გახდება,გუნდიდან გაუშვას.ხვიჩამ,თავისი აგენტიც იქვე უნდა დატოვოს და ვინმე სახელიან აგენტზე გავიდეს,რომელიც მისი ინტერესების ღირსეულად დაცვას შესძლებს.საკუთარი შესაძლებლობები კი,მარტის სანაკრებო თამაშში უნდა დაამტკიცოს,რომლის ჩატარებაც, იმედია რომ მოგვიწევს.
სოსო
26 თებერვალი 2024 13:18
3
გაიხარე, სოსო. ყველა შენ აზრს და სიტყვას - ხელს ვაწერ. მარტში სიხარული შენ, მე, მთლიან საქართველოს!
alexandre
26 თებერვალი 2024 14:05
3
ნეტავი რატომ? ვინმე ცდილობს მის ფლანგზე, ერთი კაცი მაინც რომ გაიყოლოს, თუ სამ კაცს უნდა გასცდეს ხოლმე ყოველი შეტევისას? ან მეორე ფლანგი არის ისეთი დონის, ყურდაღება რომ გადაიტანოს და სივრცე გამოუთავისუფლოს? ანდა დაცვაში დგას ჩამშლელი, თუნდაც კიმისნაირი მცველი, დაკარგული ბურთები გოლად რომ არ იქცეს? მწვრთნელადაც იაფფასიანი ნაყარ-ნუყარი ხალხი მიჰყავთ და მარტო კვარათი რომ კეთდებოდეს საქმე, საქართველოს ნაკრები ევროს შესარჩევზე გასული იქნებოდა უკვე — არცერთი რგოლი არ გივარგოდეს და წარმატებას მოელოდე, გაუგებარია.
nika
26 თებერვალი 2024 11:41
4
კვარას ხელფასი ნახე და იმიტომ! დემეს აქვს 3 ჯერ მეტი ხელფასი, სულ სამჯერ არ გამოსულა მოედანზე, ოსიმენს 10 ჯერ მეტი, ხოდა ხელფასის შესაფერის ფეხბურთსაც თამაშობს, აი პასუხიც!
Givi
26 თებერვალი 2024 11:41
4
შენ რომ მაგდენი გადაგიხადონ ან თუნდაც მე ითამაშებ? ზღაპარია ეგ რომ ხელფასის მიხედვით თამაშობდეს ვინმე. აქ მენეჯმენტი და თამაშის ხარისხი სხვადასხვა რამეა. დემე ახსენე და ხელფასი თუ აქვს მეტი, რა კარგად თამაშობს?
დავით 67
26 თებერვალი 2024 21:38
0
იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.

- ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა.

- ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისა ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა.
ხოდა რამდენსაც უხდიან იმდენისას თამაშობს, უფრო მეტისასაც. აჰა გაგაგებინე, უთარგმნეთ ვინც იცით იტალიური იქნება გაიგონ ბობოსდაბოლოს.
მამუკა
26 თებერვალი 2024 11:30
5
აუფ! მაგდენს რა გადათარგმნის?
ინტრიგანი
26 თებერვალი 2024 15:40
1
მაგას იმიტომ აღარ აკეთებს ფაბიოჯან, რომ კლუბის ჟმოტმა პრეზიდენტმა სერია A - ს გასული წლის საუკეთესოდ აღიარებულ მოთამაშეს სელფასი 0 ევროთი გაუზარდა!

ახლა ფეხებს უფრთხილდება, იმისთვის რომ გაიხარჯოს იქ, სადაც მომავალი სეზონიდან სათანადოდ დააფასებენ!
pablo
26 თებერვალი 2024 13:12
3
კვარა ბურთს მეტოქის კარისკენ სახით უნდა იღებდეს მოძრაობაში რომ უფრო შედეგიანი იყოს და არა სტატიკურ პოზიციაში თავის კარიდსკენ სახით მდგარი. ამ დროს პასს უგვიანებენ, ბურთს უაზროდ აქეთ იქეთ აღოღიალებენ სანავე მეტოქე მთიალანდ დაცვაში არ ჩადგება. Gუშინ მთელი მოედანი გაირბინა და კაციშვილი არ იყო გახსნილი რომ პასი მიეცა. პასს აძლევენ უკვერ როდესაც კუთხეშია მარცხნივე და ორ კაცი უდგას იქვე. ან ვერ ხედავენ ეს მწვრთნელები პრობლემა რაშია და როგორ გამოიყენონ სწორად მისი შესაძელბლობები ა კიდევ მოგება არ უნდათ. Xელების შლეს უნდა მოეშვას არაფერს არგებბს.
WTF
26 თებერვალი 2024 12:35
2
იმიტომ არ აკეთებს რომ ლარნახევარს უხდით. მიიყვანეს ლინდსტრონი, ტრაორე, ნგონგე და კიდევ ვიღაცეები, რომლემსაც 2-3 ჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს ვიდრე შარშანდელ სერია ა საუკეთესო ფეხბურთელს. ფუ თქვენი....
ggggg
26 თებერვალი 2024 11:07
4
მე ვიცი, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას. ხვიჩქმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში.
თუ კარგად ითამაშებს, აურელიო 2027 წლამდე არ გაუშვებს. ამიტომ ნაპოლიში თავი უნდა დაზოგოს და ნაკრებში უნდა გამოიჩინოს თავი. ზუსტად ამას აკეთებდა რუბინიდან წასვლის წინ. რუსებს ეგონათ, რომ ვერ თამაშობდა, იმიტომ რომ მცველებმა შეისწავლეს და ფორმა დაკარგა.
გადავა ხვიჩა კარგ გუნდში და ყველაზე მაგრად ითამაშებს
ქ. გ.
26 თებერვალი 2024 11:38
7
რა დავალებასაც აძლევს მწვრთნელი, იმას აკეთებს მოთამაშე. მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ დავალებებს ზედმიწევნით ასრულებსო. თუ არ მისცა თავისუფლება, ასე იქნება სულ.
ოტტო
26 თებერვალი 2024 12:27
1
სოფლის გუნდიაო თქვა იმ კაცმა დიდი ხნის წინ და მართალი ყოფილა. ხვიჩას ნაირი ნიჭიერი ნეტა ათი მოგვცა ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე. ამ ქალოია კაცებს კიდე სხვა რა საქმე აქვთ, იიი ცოლი მოიყვანა და ხელს უშლის კომენტარებით.
რაბუ
26 თებერვალი 2024 12:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული