საჰაერო განგაში, ქართველი სათადარიგოები და "შახტარის" უნიათო თამაში

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ალეკსანდრიას“ უგოლოდ დაუზავდა.

საჰაერო განგაშის გამო მატჩი ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. ua-football-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ „შახტარმა“ პირველად ვერ გაიტანა სტუმრად გოლი და ასეთი უღიმღამო თამაშის გამო უნდა რცხვენოდეთ.

დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოები იყვნენ.

„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „კრივბასს“ 5 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 3 მარტს ხარკოვში უმასპინძლებს.

დონბასური კლუბის ახალწვეულმა ლუკა ლაცაბიძემ „კრივბასთან“ ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგებულ მატჩში (2:0) შეუცვლელად
ითამაშა.

ალეკსანდრია. „Ksk Nika“
ალეკსანდრია - შახტარი 0:0

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი საათით თავშესაფარში ჯდომის შემდეგ,ვის ექნებოდა თამაშის ხალისი?!
სოსო
20:11 26-02-2024
1
ამათ მარსელმა გამოუსვათ...
კახა
02:49 27-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული