საზონოვის მორიგი შანსი შესაძლებლობების დასამტკიცებლად - "ტორინოს" ჯერ ლოვატოც ვერ დაუბრუნდება

AutoSharing Option
calciomercato წერს, რომ "რომასთან" სერია A-ს გასულ ტურში დაშავებული მატეო ლოვატო დღეს დამატებით შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი ტრავმის ხარისხი საბოლოოდ დადასტურდება.

წინასწარი ვარაუდით, "სალერინტანადან" ნათხოვარ მცველს რამდენიმე კვირა გაუცდება, რაც ქართველი საბა საზონოვისთვის კიდევ ერთი შანსია.

მოგეხსენებათ, ტურინელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალესანდრო ბონჯორნო უკვე დაშავებული ჰყავთ, ახლა ამას ლოვატოს ტრავმაც დაემატა და შესაბამისად, დიდი ალბათობით, 2 მარტს, კალჩოს 27-ე ტურში, "ფიორენტინასთან" საშინაო შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში საზონოვი იქნება.

საბამ გასულ ტურში"რომასთან" პენალტი აიკიდა და იტალიური მედიისგან კრიტიკაც მიიღო, ახლა კი
შეცდომების გამოსწორების შანსი ექნება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილად არ იყო ის პენალტი დასანიშნი.
გოგა
03:02 29-02-2024
0
საბას სათამაშო პრაქტიკა აკლია და ამ დროს,სათამაშო ფორმის დაკარგვა,რაც გინდა ვარჯიშით თავი მოიკლა,გარდაუვალია.ვერც მე ვუყურე,წინა თამაშს,მაგრამ 14 წუთიდან ითამაშა და ეს დრო,აუცილებლად დაეხმარება ამ თამაშში.გაცილებით უკეთეს ფორმაში იქნება.მომდევნო ორ ტურში საბამ და ლუკამ,სათამაშო დრო თუ მიიღეს,სანაკრებო თამაშებს,საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდებიან და თუ ათამაშეს,საკმაოდ თავდაჯერებულებიც იქნებიან.ის აკიდებული პენალტი,დარწმუნებული ვარ,მეტისმეტი მონდომების გამო აიკიდა.ცდილობს თავი გამოიჩინოს და ვერ მოზომა.ამითვე ავხსნიდი,ივა გელაშვილის წითელ ბარათსაც და ლუკა ლოჩოშვილის ხშირ ბარათებსაც.ეს არის ნაკლი,რომლის წამალიც,მხოლოდ დრო და სათამაშო გამოცდილების დაგროვებაა.
სოსო
16:14 28-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული