კალცონა: სულელი არ ვარ, ოსიმენის და კვარაცხელიას გარეშე დავრჩე

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში, სტუმრად „სასუოლოსთან“ მოგებულ მატჩში (6:1), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ DAZN-თან გააკეთა:

"ოსიმენი თავის დონეს უბრუნდება. მას აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო სირთულეები ჰქონდა. დაბრუნდა და ნელ-ნელა ბრუნდება მწვერვალზე. იმავეს ვიტყვი "კვარაზე", რომელმაც რთული პერიოდი გადაიტანა და დღეს დაამტკიცა, რაც შეუძლია. დაიბრუნა თუ არა სულიერი სიმშვიდე? ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. ამ ბიჭებმა დამარწმუნეს და ეს გამ
არჯვება ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. გუნდი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ინტენსივობა. კიდევ ცოტა დრო გვჭირდება, კარგი წინათგრძნობა მაქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა? რთული კალენდარი გვაქვს, მატჩიდან მატჩამდე უნდა წავიწიოთ წინ. შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ და სეზონის ბოლოს ვნახავთ, სად აღმოვჩნდებით...

კვარაცხელია და ოსიმენი? სხვადასხვა მიზეზის გამო პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ შორის არავითარ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი. სულელი კი არ ვარ, ასეთი დონის ფეხბურთელების გარეშე დავიტოვო თავი, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ინტენსივობა იკარგება, მოედანზე ისინი შემყავს, ვისაც მეტი ძალისხმევის გაღება შეუძლია".

altუპირობოდ საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში

altდუბლი და საგოლე პასი "სასუოლოსთან" - ძველი ხვიჩა დაგვიბრუნდა [VIDEO]

altბრწყინვალედ შეასრულა - კვარას დუბლი "სასუოლოს" წინააღმდეგ [VIDEO]

altხვიჩას სუპერგოლი "სასუოლოს" წინააღმდეგ [VIDEO]

altხვიჩას საგოლე პასი და ოსიმენის ჰეთთრიქი - "ნაპოლი" "სასუოლოს" ანადგურებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
მომეწონა ხვიჩას გოლები, მაგრამ არანაკლებ დასაფასებელია ხვიჩას საგოლე გადაცემა ოსიმენზე. საქმე პასის შესრულების ტექნიკურ სირთულეში კი არაა - მარტივი პასი გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ათიდან ცხრა ფეხბურთელი, იმდენად ხელსაყრელი პოზიცია იყო, თვითონ დაარტყამდა კარებში, მაგრამ ხვიჩამ აბსოლიტურად გამართლებულად ითამაშა, დაძლია გოლის გატანის ფსიქოლოგიური „შიმშილი“ და პასი უკეთეს პოზიციაზე, ფაქტიურად მცველებისაგან თავისუფალ ოსიმენს გაუკეთა. ასეთი რაღაცეები მაღალ საფეხურზე მყოფ და დიდსულოვან ფეხბურთელებს ახასიათებს. და კიდევ, ხვიჩამ ბევრი უნდა იმოძრაოს ხელსაყრელ პოზიციებზე გასასვლელად და კალცონემ უნდა დაავალდებულოს ფეხბურთელები მოამარაგონ ხვიჩა დროული პასებით. ასე მთლიანად გუნდი უფრო მოგებული დარჩება.
თენგაბი
06:27 29-02-2024
3
მეცინება ვიღაცეები უკმაყოფილებას,რომ გამოთქვამენ რა შეჭამეთ კვარაცხელიათი ტვინი სხვა ფეხბურთელებზეც დაწერეთო,რომელი ფეხბურთელი თამაშობს ტოპ ჩემპიონატში რეგულარულად და ვის გააქვს გოლები?!მეც ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტი გვყავდეს კვარას დონის ფეხბურთელი, მარა არ არიან!!!!
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული