"ალბათ, ყავაზე იყო წასული" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე იხუმრა

AutoSharing Option
Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. მარკეტიმ კომენტარი ოსიმენისა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

"ნაპოლისთვის" მიმდინარე სეზონში მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რადგან ამან კლუბს, შესაძლოა, საშუალება მისცეს, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზოს.

ოსიმენი შესანიშნავ ფორმაშია, მან ბოლო მატჩებში თავი გამოიჩინა. დიახ, ის ნამდვილად დაბრუნდა. დაბრუნდა თუ არა კვარაცხელია? დიახ, მაგრამ არ ვიცი, აქამდე სად იყო, თუმცა საბოლოოდ დაბრუნდა. შესაძლოა, ყავაზე იყო გასული, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს
დრო ძალიან დიდხანს გაგრძელდა", - განაცხადა მარკეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 3 მარტს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altამ თვეში ევროპის ჩემპიონატზე გავალთ თუ?! - ფინალისა და კვარაცხელიას მოლოდინში...

altიტალიური მედია: კვარაცხელიას გასულ სეზონზე მეტი გოლის გატანა შეუძლია - უფრთხილდით "ოსი-კვარას" დუეტს

altკვარაცხელია "ნაპოლიში" მორიგ ბრწყინვალე მატჩს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 19 /
შეჭამეს ეს ბიჭი თვალითა და ყბით ხვიჩა მთელი საქართველო შენ გვერდითაა ვისაც არ მოსწონს ხვიჩა იმას გოუსკდა მიწა აი ასე
გიორგი
01:03 02-03-2024
1
ასეა ეს-სს !!ზოგი ისეთი დაბოღმილია კვარაცხელიაზე სულ,რომ ევროპაზე გაგვიყვანოს მაინც გაუხსენებენ ახალგაზრდულ ჩემპიონატის გამოტოვებას,თურმე ვიღაც ბავშვები ელოდებოდნენ სურათების გადასაღებად და ავტოგრაფებისთვის, ეხლა კი ამ ბავშვების მშობლები არიან გაბოროტებულები და მუდმივად უხსენებენ ამ ამბავს!!!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული